Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვიქტორ ორბანი არის ერთადერთი, ვინც უპირობოდ უჭერს მხარს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას

მარშალ პრესი 14/10/2023
ვატო შაქარი

„ვიქტორ ორბანი არის ერთადერთი, ვინც მკაფიოდ ამბობს, რომ უპირობოდ უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და მეტიც, ევროკავშირში საქართველოს სრულფასოვან ინტეგრაციას“.-წერს საზოგადოებრივი მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.

შაქარიშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მხარდაჭერაზე უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ რა ჰქვია ამ ქმედებას თუ არა საკუთარი ქვეყნის მტრობა, როდესაც თავს ესხმიან იმ ერთადერთ ევროპელ ლიდერს, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების უპირობო მხარდამჭერია!!

მისივე თქმით, ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ ვინ მუშაობს სტატუსის მისაღებად და ვინ აკეთებს ყველაფერს საპირისპირო შედეგისთვის!!!

„კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს სჭირდება 27 წევრი ქვეყნის ლიდერის დადებითი პასუხი.
მათ შორის, ვიქტორ ორბანი არის ერთადერთი, ვინც მკაფიოდ ამბობს, რომ უპირობოდ უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და მეტიც, ევროკავშირში საქართველოს სრულფასოვან ინტეგრაციას.

ორბანი, ამას აცხადებს ბრიუსელშიც, ბუდაპეშტშიც, თბილისშიც და თელავშიც!
ქართული ოპოზიცია კი, მას ლანძღავს, პუტინის მოკავშირეს და ავტოკრატ მმართველს უწოდებს, მაშინ როდესაც ორბანზე მკაფიოდ და არაორაზროვნად არავის დაუფიქსირებია ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი პოზიცია.

პარალელურად, ისინი აღმერთებენ იმ ევრობიუროკრატებს თუ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, რომლებიც ათასგვარ უსამართლო პირობას გვიყენებენ, რომლებიც ხან ჯუნგლებს გვადარებენ, ხან გამოცდაზე მისულ სტუდენტს და იმათ, ვინც ევროპის კონტურებში საერთოდაც არ მოგვიაზრებენ!

რა ჰქვია ამ ქმედებას თუ არა მავნებლობა და საკუთარი ქვეყნის მტრობა?! როდესაც თავს ესხმიან იმ ერთადერთ ევროპელ ლიდერს, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების უპირობო მხარდამჭერია!! ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ ვინ მუშაობს სტატუსის მისაღებად და ვინ აკეთებს ყველაფერს საპირისპირო შედეგისთვის!!!“-წერს ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: ოჩამჩირის მილიტარიზაციის საკითხზე – ჩვენ გვაქვს უკიდურესი პროტესტი და რა თქმა უნდა, ამაში მაქსიმალურად გვინდა დავიხმაროთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები
Next: პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას დაესწრო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.