Skip to content
10/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ გენდერული თანასწორობის თემაზე კონფერენცია გამართა

მარშალ პრესი 10/10/2023
387185542_704372191745369_3012456030001882635_n
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ათეა), გაეროს ქალთა ორგანიზაციის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, ეროვნული კონფერენცია – “გენდერული თანასწორობის დღის წესრიგი ადგილობრივ დონეზე: ძირითადი გამოწვევები და სამოქმედო ნაბიჯები“ გამართა.
პროექტის – “ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში” წამყვანმა კონსულტანტმა, ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის ძალისხმევის კოორდინაციაში, ათეას მზარდ როლზე გაამახვილა ყურადღება და მიმდინარე პროცესებთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას 2023 – 2025 წლების სტრატეგიის დოკუმენტის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
აღნიშნულ თემებზე პრეზენტაციები წარმოადგინეს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა და საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.
ღონისძიება, პროექტის – “ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში” ფარგლებში მოეწყო, რომელსაც ათეა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს.
პროექტის მიზანს, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების შესახებ, საქართველოს საერთაშორისო და ეროვნული ვალდებულებების ლოკალიზაციის მხარდაჭერა წარმოადგენს, რაც სხვა თემებთან ერთად, ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობისა და ლიდერობის ხელშეწყობას მოიცავს.
ფართომასშტაბიან ღონისძიებას, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე, ათეას ვიცე-პრეზიდენტი დავით მელუა, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Post navigation

Previous: იმის გარდა, რომ ობიექტურადაც გვეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირისათვისაც საჭიროა ეს, რადგან მსოფლიო დღის წესრიგი თავდაყირა დადგა
Next: საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, უნდა იყოს ფრთხილი, რა თქმა უნდა პრინციპული ტერიტორიული მთლიანობის ნაწილში, მაგრამ ფრთხილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.