Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, უნდა იყოს ფრთხილი, რა თქმა უნდა პრინციპული ტერიტორიული მთლიანობის ნაწილში, მაგრამ ფრთხილი

მარშალ პრესი 10/10/2023
გურამ მაჭარაშვილი

ისრაელში განვითარებული მოვლენების და ზოგადად მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მიმდინარე საომარი მოქმედებების პარალელურად საქართველოს როლზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა.

ამ რთულ ვითარებაში, მისი თქმით, მთავარია საქართველომ სიფრთხილე გამოიჩინოს

„დღეს კიდევ უფრო ნათელი გახდა იმ პოზიციის სისწორე, რასაც ერთი წლის წინ „ხალხის ძალამ“ დაუჭირა მხარი, რომ საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე,უნდა იყოს ფრთხილი, რა თქმა უნდა პრინციპული ტერიტორიული მთლიანობის ნაწილში, მაგრამ ფრთხილი. ეს პოლიტიკა ამართლებს, რადგან არაერთი ევროპული ქვეყანა იწყებს იმ ტერმინებით საუბარს, რასაც ჩვენ თავის დროზე გვიწუნებდა ჩვენი ზოგიერთი დასავლელი პარტნიორი და მათ შორის, რადიკალური ოპოზიცია.

ის მოვლენები, რაც ისრაელში ბოლო სამი დღეა ვითარდება, სამწუხაროა და კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო ოჯახებს, რომელთაც დაკარგეს თავიანთი ახლობლები და მინდა ვუსურვო მშვიდობა ამ ქვეყანას. ამავდროულად, ვთქვათ რაოდენ გასაფრთხილებელია მშვიდობა, სიმშვიდე, რაოდენ სწორადაა ასარჩევი როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკა, იმიტომ, რომ საქართველოში გვყავს მტრები, როგორც საშინაო, ასევე საგარეო, რომლებიც ებრძვიან საკუთარ სახელმწიფოს, ზოგი პირდაპირ და ზოგი ირიბად. ეს მოცემულობა, რაც მსოფლიოშია, ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება პრინციპული, მაგრამ პრაგმატული პოლიტიკა,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ გენდერული თანასწორობის თემაზე კონფერენცია გამართა
Next: ეს ახალგაზრდა კაცი ისევ საბჭოთა კავშირში ცხოვრობს – გია ხუხაშვილი ბაჩო ოდიშარიას პოსტს გამოეხმაურა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.