Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერს შეხვდა

მარშალ პრესი 29/04/2022

ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერს შეხვდა ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი რაილი მენგელი ორგანიზაციის მმართველი საბჭოს წევრებთან ერთად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერს ნიკოლოზ ჯანიაშვილს და მერის მოადგილეს, მალხაზ მერაბიშვილს შეხვდა.

აღნიშნული ორგანიზაცია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებულ პროექტს ,,ტურისტული პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესება დედოფლისწყაროში“ ახორციელებს. შეხვედრაზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ნიკოლოზ ჯანიაშვილს აღნიშნული პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მომავალი თანამშრომლობის გეგმები დასახეს.

პროექტის ფარგლებში ამჟამად ტურისტული პროდუქტის ხარისხის კრიტერიუმების შემუშავების პროცესი მიმდინარეობს. დელეგაციის წევრები დედოფლისწყაროში მოქმედ და ახალ ტურისტულ ბიზნესებს სტუმრობენ და მათ სერვისების გაუმჯობესებაში ეხმარებიან. ,,დიდი მადლობა სტუმრობისთვის. როცა ევროპასთან ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამ საკითხის მიმართ ნიჰილისტურად არის განწყობილი, ისინი ძირითადად ამ განწყობას ხსნიან იმით, რომ ევროპა არის შორს. ამის ფონზე კი მსგავსი ვიზიტები უფრო და უფრო გვარწმუნებს, რომ ევროპა აქაა, თუნდაც ევროკავშირის მიერ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებში. ამიტომაც თქვენი თითოეული ვიზიტი მნიშვნელოვანი და საჭიროა. განსაკუთრებით კი თქვენი გამოცდილების და მიღწევების ჩვენთვის გაზიარება“-აღნიშნა შეხვედრაზე ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.

Post navigation

Previous: ომის პარტია – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სინამდვილეში ყოველთვის იყო და არის “ერთიანი მოღალატეობრივი მოძრაობა
Next: დავით ქართველიშვილი- ენმ-ზე: “მოღალატეობრივი” – ეს ტერმინი მათი “პოლიტიკური” მოღვაწეობის ბრენდად იქცა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.