Skip to content
16/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

დავით ქართველიშვილი- ენმ-ზე: “მოღალატეობრივი” – ეს ტერმინი მათი “პოლიტიკური” მოღვაწეობის ბრენდად იქცა

მარშალ პრესი 29/04/2022
დავით ქართველიშვილი

ექსპერტი დავით ქართველიშვილი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის ფეისბუქ სტატუსს ეხმიანება. მისი თქმით ერთადერთი “მოძრაობა” – ისევ “მოსკოვი-კიევი-თბილისის” სამკუთხედში შეიმჩნევა.

„დღეს მამუკა მდინარაძემ ქვეყნის ოპოზიციურ სპექტრში მიმდინარე პროცესები ერთ ლოგიკურ ფორმულაში ჩასვა: “ომის პარტია – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სინამდვილეში ყოველთვის იყო და არის “ერთიანი მოღალატეობრივი მოძრაობა”! მე თავს უფლებას მივცემ ეს ფორმულა ნამრავლებად გავყო და ჩემი კომენტარი დავურთო: 1) “ერთიანი” – რამდენად მიესადაგება მის დღევანდელ მდგომარეობას ეს ტერმინი. მოქმედების შიდა არეალში – ნაკლებად. ოდესღაც ერთიანი ეს მოძრაობა დღეს “კვების” სხვადასხვა “ძუძუზეა” გადართული, და ამ ფინანსურ წყაროებთან სამკვდრო/სასიცოცხლო ბრძოლის მომსწრენი გავხვდებით ახლო მომავალში. ამ “ერთიანობას” ერთადერთი, საერთაშორისო ვექტორი წარმოაჩენს – ქართულ/უკრაინული, მაგრამ ესეც მანამ, სანამ უკრაინელი ხალხი ამ საერთაშორისო სანაცეთს თავის განაჩენს არ გამოუტანს 2) “მოღალატეობრივი” – ყოველგვარი კომენტირების გარეშე. ეს ტერმინი მათი “პოლიტიკური” მოღვაწეობის ბრენდად იქცა.

ამ ტერმინის გარშემო მაგნიტური მიზიდულობის ძალით ერთიანდებიან ყოფილი კომუნისტები, ლეიბორისტები, სოციალისტები, კონსერვატორები, ლიბერალები, ნაციონალისტები – მოკლედ, “მოღალატენო ყველა რჯულისა – შეერთდით!” პრინციპით 3) “მოძრაობა”…ქვეყნის შიგნით დღეს უფრო “ჩიხური უძრაობა” შეიმჩნევა, რომლის ირგვლივ ყველაფერი ოდესღაც ცოცხალი, ფიზიკურად ან ჭკნება (სააკაშვილი), ან საერთოდ ქრება (აკერმანი). ერთადერთი “მოძრაობა” – ისევ “მოსკოვი-კიევი-თბილისის” სამკუთხედში შეიმჩნევა, მაგრამ ამ მოძრაობის მარგი ქმედების კოეფიციენტიც – გავრილოვის უკანალის მიერ სპიკერის სავარძელში გამოყოფილი სითბოს ოდენობის ტოლფასია, რა თქმა უნდა გიგაკალორიებში“– წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერს შეხვდა
Next: ნებისმიერი განცხადება, თითქოს მიხეილ სააკაშვილს არ მიეწოდება ადეკვატური მკურნალობა, არის სიცრუე – პენიტენციური სამსახური

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025