Skip to content
20/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არცერთი თქვენგანი არ იყო შოვში! ერთადერთი, ვინც ჩავიდა ეს იყო შალვა ნათელაშვილი – ირაკლი კობახიძე ნაც.მოძრაობას

მარშალ პრესი 22/09/2023
ირაკლი-კობახიძე

“არცერთი თქვენგანი არ იყო შოვში, საერთოდ არ ჩასულხართ” – მიმართა ქართული ოცნების თავმჯდომარემ  დღეს, პარლამენტში გამოსვლისას ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, რასაც დარბაზიდან მოჰყვა მათი პასუხი, რომ ეს არის ტყუილი.

“რა არის ტყუილი?  ვინ ჩავიდა, აბა მითხარი, გვარი და სახელი მითხარი ერთი, შენ ჩახვედი? ტყუილი, არცერთი თქვენგანი არ ჩასულა. ერთი ფოტო მანახე, ვინ ჩავიდა?

საზოგადოებისთვის მინდა განვაცხადო, შოვში, ერთადერთი, ვინც ჩავიდა, იყო  შალვა ნათელაშვილი”- თქვა ირაკლი კობახიძემ, რასაც თინა ბოკუჩავას მხრიდან მოჰყვა პასუხი, რომ ეს არის ტყუილი, თითქოს მათი პარტიიდან არავინ არ ჩასულა შოვში სტიქიის დროს.

“შოვში რომ ჩასულიყავით, ამდენ სისულელეს არ იტყოდით და ზუსტად იმიტომ არ ჩახვედით, რომ ამდენი სისულელე დაგრჩენოდათ სათქმელი, შეგნებულად არ ჩახვედით. სხვათა შორის რაჭველი დეპუტატებიც არიან ამ პარტიაში და ისინიც არ ჩასულან, უბრალოდ, არც სამშობლო, არც კუთხე, არაფერი არ აქვთ, არაფერი წმინდა არ აქვთ ამ ადამიანებს”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: დაკავებულია ნიკა მელია (ვიდეო)
Next: პრეზიდენტმა ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე პოზიცია შეიცვალა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.