პოლიციამ ნიკა მელია დააკავა. შემთხვევა გლდანში, ცოტა ხნის წინ მოხდა, რასაც წინ ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა. არსებული ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს თბილისის საკრებულოში ირაკლი ეძგვერაძეს რამდენიმე ადამიანი დახვდა საცხოვრებელ კორპუსთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ნიკა მელიას გარდა დაკავებულები არიან: ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა.
