პრეზიდენტმა ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე პოზიცია შეიცვალა და ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ მიიჩნევს საჭიროდ, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან ის თუ დასასჯელია, სწორედ საქართველოს კანონმდებლობით უნდა დაისაჯოს, როგორც საქართველოს მოქალაქე.
“ისმის კითხვა: პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ რატომ არ შეუწყვიტა საქართველოს მოქალაქეობა ოთარ ფარცხალაძეს?
ოთარ ფარცხალაძე მხილებულია ჯაშუშობაში და მის მიმართ დაწყებულია გამოძიება.
სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს სწორედ, როგორც საქართველოს მოქალაქე”– წერს ზურაბიშვილი.
20 სექტემბერს კი ზურაბიშვილი წერდა:
“პრეზიდენტი იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს”– წერდა ზურაბიშვილი.
