Skip to content
20/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არანაირი პოლიტიკა და გამოსვლა არ ღირს იმ ფასად, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს ეხები და მის ტრაგედიაზე იწერ რაღაც ქულებს

მარშალ პრესი 22/09/2023
კახა კახიშვილი

ეს იყო ტრაგიკული მოვლენა, რომელიც საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი ტრაგიკული, სტიქიური უბედურება, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენის შემდეგ, შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით.

მისივე შეფასებით, დღეს მოისმინეს შინაგან საქმეთა მინისტრის განმარტება და სამწუხაროდ, ეს განმარტებები საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს უბრალოდ დასკვნა გაეკეთებინა და სხვა რიტორიკაზე გადასულიყო.

„წლებია ჩვენ გლობალური დათბობის შესახებ გვესმის ინფორმაცია სხვადასხვა მეცნიერის მხრიდან, მაგრამ ამას სათანადო ყურადღებას არ ვაქცევდით და ბოლო წლებში განვითარებულმა სტიქიურმა უბედურებამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გვაჩვენა, რომ საქმე მარტივად ნამდვილად არ არის.

ჩვენ დღეს შეგვიძლია ვისაუბროთ კიდევ რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა. ნამდვილად უნდა გავარკვიოთ ეს საკითხი და თუ სადმე რამეა დასამატებელი, აუცილებლად ამაზე უნდა ვიფიქროთ, მაგრამ ცინიკური განცხადებები ადამიანების ტრაგედიაზე უბრალოდ მიუღებელია.

არანაირი პოლიტიკა და გამოსვლა არ ღირს იმ ფასად, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს ეხები და მის ტრაგედიაზე იწერ რაღაც ქულებს, მითუმეტეს, როცა ეს უსაფუძვლოა. თუ საქმიანი კითხვები გააჩნიათ, მათ პასუხი უკვე გაეცათ. მინდა მადლობა გადავუხადო სამინისტროში ყველა იმ ადამიანს, რომელიც ტრაგედიის აღმოფხვრის სამუშაოებში იყო ჩართული“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

Post navigation

Previous: ნელ-ნელა ირკვევა, თუ რა გზით ხდება ამერიკის კონგრესმენებისა თუ სენატორების მონაწილეობა სხვადასხვა ტიპის შეკვეთილი რეზოლუციების შემუშავებასა თუ სანქციების დაწესებაში
Next: დაკავებულია ნიკა მელია (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.