Skip to content
23/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ქვეყნის გარეთ შემუშავებულია თბილისის ქუჩების “მაედანიზაციის” სცენარი – ვატო შაქარიშვილი

მარშალ პრესი 18/09/2023
ვატო შაქარი

საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ გლობალური ომის პარტიის დამქაშებს სურთ მსხვერპლით, სისხლით და არეულობით შეცვალონ ხელისუფლება, რომელმაც უცხო ქვეყნების ინტერესებზე მაღლა საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესები დააყენა.

შაქარიშვილის თქმით, ვისაც პროპაგანდის საშუალებით ამ სცენარში ჩართვას უპირებენ, გადახედონ უკრაინის “გამოცდილებას” რა მდგომარეობაშია ეს ქვეყანა “მაედნის” შემდეგ…ხოლო, ვინც ამას გეგმავს და გაცნობიერებულად ერთვება ჩვენი, ძლივს დამშვიდებული ქვეყნის არევაში, იცოდეს, რომ კანონის გარდა, პასუხისგება მოუწევს ქართველი ხალხის წინაშე!!!

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კონკრეტული ფაქტების, პირების და კავშირების წარმოდგენით, დაადასტურა ის, რაც უკვე დიდი ხანია ვიცით – ქვეყნის გარეთ შემუშავებულია თბილისის ქუჩების “მაედანიზაციის” სცენარი. გლობალური ომის პარტიის დამქაშებს სურთ მსხვერპლით, სისხლით და არეულობით შეცვალონ ხელისუფლება, რომელმაც უცხო ქვეყნების ინტერესებზე მაღლა საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესები დააყენა. წარუმატებელი უკრაინული კონტრშეტევის ფონზე, მეორე ფრონტი დღეს ისეთი აქტუალურია, როგორც არასდროს! რაღაც ახალია საჭირო, ცეცხლი უნდა გავრცელდეს! დასავლურ-ლიბერალურ პროპაგანდას ახალი მსხვერპლი ჭირდება! აღნიშნული სცენარი კავშირშია სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ვითარების უკიდურეს ესკალაციასთანაც. მშვიდობის და სტაბილურობის ისეთ რელსებზე დგება საქართველო, საიდანაც გადაყვანა ძალიან გაუჭირდება, ისედაც კატასტროფის წინაშე მყოფ აშშ-ის დღევანდელ ადმინისტრაციას, ამიტომ დრო არ ითმენს, ოქტომბერ-დეკემბერში სასწრაფო “მაედანიზაცია!” დრო შემთხვევით არ არის შერჩეული, სწორედ ოქტომბერ-დეკემბერია ის პერიოდი, როდესაც ევროკავშირმა “პადაჩა” უნდა აუწიოს “მაედანიზაციის” სცენარს – სტატუსზე კიდევ ერთი უსამართლო და უსაფუძვლო უარით. ყველას ვურჩევ, ვისაც პროპაგანდის საშუალებით ამ სცენარში ჩართვას უპირებენ, გადახედონ უკრაინის “გამოცდილებას” რა მდგომარეობაშია ეს ქვეყანა “მაედნის” შემდეგ… ხოლო, ვინც ამას გეგმავს და გაცნობიერებულად ერთვება ჩვენი, ძლივს დამშვიდებული ქვეყნის არევაში, იცოდეს, რომ კანონის გარდა, პასუხისგება მოუწევს ქართველი ხალხის წინაშე!!!“– წერს ვატო შაქარიშვილი.

Post navigation

Previous: ყველანაირი ლოგიკური ჯაჭვი სწორედ იმას მიანიშნებს, რომ საქართველოში დიდი არეულობა მზადდება
Next: გამოვლინდა ჩვენს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი, რომლებიც გეგმავენ დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.