Skip to content
23/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გამოვლინდა ჩვენს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი, რომლებიც გეგმავენ დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლას

მარშალ პრესი 18/09/2023
გია აბაშიძე

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების არაპოლიტიკური სამსახური მოწოდების სიმაღლეზეა – გამოვლინდა ჩვენს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი, რომლებიც გეგმავენ დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლას, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ნებისმიერ პირი, ვინც ქვეყანას უღალატებს, უნდა გამოვლინდეს და დაისაჯოს. შესაბამისად, ანალიტიკოსის თქმით, აღნიშნულ საკითხზე საჭიროა არამხოლოდ პოლიტიკური შეფასებები, არამედ სამართლებრივი რეაგირებაც.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების არაპოლიტიკური სამსახური მოწოდების სიმაღლეზეა – გამოვლინდა ჩვენს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი, რომლებიც გეგმავენ დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლას. ბრავო, აპოლიტიკურო ოფიცრებო! ჩვენი სამშობლოს ნებისმიერი მოქალაქეობის მქონე მოღალატე გამოსავლენია და დასასჯელია! რასაკვირველია, ითქვა იმის მინიმუმ მეათედი, რაც რეალობაა.

სუს-ის ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა. დესტრუქციული პროცესების დაწყების თარიღებად შერჩეულია მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდი, როდესაც უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა.

სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად მომზადების შეთქმულთა მოლოდინი გათვლილია იმ გარემოებაზე, რომ გამოქვეყნებული დასკვნა იქნება უარყოფითი, რაც მათ განკარგულებაში არსებული საინფორმაციო ქსელებით, მთავრობისთვის ხელოვნურად დამაგრებული “პრორუსულობის“ ლოზუნგით, შექმნის ნაყოფიერ ნიადაგს საზოგადოებრივი მღელვარებისა და შემდგომი არეულობებისათვის.

აღნიშნული გეგმის ერთ-ერთ ავტორად გვევლინება საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი. კმარა მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები! ნაცნაძირლების უკანონო ქმედებებს კანონმა უნდა გასცეს პასუხი! ვამაყობთ ჩვენი მართლაც და არაპოლიტიკური სპეცსამსახურებით.“ – წერს აბაშიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ქვეყნის გარეთ შემუშავებულია თბილისის ქუჩების “მაედანიზაციის” სცენარი – ვატო შაქარიშვილი
Next: სუს-მა იცის, რომ დიდი ალბათობით, სწორედ ამ “პარტნიორების” ფარული მხარდაჭერით იგეგმება აქ “მაიდანის” განხორციელება, რაც არაერთხელ უშედეგოდ სცადეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.