Skip to content
23/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ყველანაირი ლოგიკური ჯაჭვი სწორედ იმას მიანიშნებს, რომ საქართველოში დიდი არეულობა მზადდება

მარშალ პრესი 18/09/2023
ლევან ნიკოლეიშვილი

„ყველანაირი ლოგიკური ჯაჭვი იმას მიანიშნებს, რომ საქართველოში დიდი არეულობა სწორედ უკრაინაში მოქმედი ქართველი აგენტურის ხელით ხორციელდება“-წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადების შესახებ, რომელთა ინფორმაციითაც, რევოლუციური სცენარისთვის, გამოყენებული იქნება უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა გადამზადება-წვრთნა მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ზელენსკიმ საქართველოში ჩამოსვლის წინაპირობად ბატურინის გათავისუფლება დააყენა, ხოლო მადამ პრეზიდენტმა მისი ეს ულტიმატუმი უპირობოდ შეასრულა.

„ყველანაირი ლოგიკური ჯაჭვი სწორედ იმას მიანიშნებს, რომ საქართველოში დიდი არეულობა მზადდება და არეულობა სწორედ უკრაინაში მოქმედი ქართველი აგენტურის ხელით ხორციელდება. თუ არ გახსოვთ, მე გაგახსენებთ, რომ ზელენსკიმ საქართველოში ჩამოსვლის წინაპირობად ბატურინის გათავისუფლება დააყენა, ხოლო მადამ პრეზიდენტმა მისი ეს ულტიმატუმი უპირობოდ შეასრულა. აი ახლა, სალომეს გაშვებული ბატურინი ზის კიევში და საქართველოში არეულობის გეგმების შემსრულებლად გვევლინება. ახლა ვეკითხები ზურაბიშვილს, ნუთუ არ გრძნობ იოტისოდენა პასუხისმგებლობას მაინც?“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: სოზარ სუბარი: ნინო ლომჯარიას ნამდვილად არ აქვს ის რესურსი, რომ ის იყოს ოპოზიციური ძალების გამაერთიანებელი, მას უბრალოდ ქარიზმა არ ყოფნის
Next: ქვეყნის გარეთ შემუშავებულია თბილისის ქუჩების “მაედანიზაციის” სცენარი – ვატო შაქარიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.