არის საკითხები, რომელიც ხელის გულზე დევს. უკრაინის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი, მაისურით – „თავისუფლება მიშას“ იდგა და სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდა, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შეკითხვას, თუ გაუგებრობები გარკვეულწილად, ამოიწურა და ურთიერთობა ნორმალიზებისკენ წავიდა, რატომ გრძელდება უკრაინის ხელისუფლების პირველი პირების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ პირდაპირი, თუ ირიბი კრიტიკა და ხედავს თუ არა ამაში ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენებს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, არახამია თავად ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ არის დაფრთიანებული, თუ წამოწეული პოლიტიკაში.
„ამ შემთხვევაში არახამიას ვგულისხმობ. ის თავად ამბობს, რომ არის მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფრთიანებული, თუ წამოწეული პოლიტიკაში. რა თქმა უნდა, ეს კავშირები არსებობს, ამ კავშირებს ვხედავთ და ეს კავშირები დადასტურდა კიდევაც. ამას წინათ გია ბარამიძემაც დაადასტურა მესიჯით, რომელიც გაგზავნილი ჰქონდა თავისი თანაპარტიელების მიმართ. ჩვენ ვნახეთ, როგორი უშვერი სიტყვებით მოიხსენიებს ის მათ შორის, დიპლომატიურ წარმომადგენლებს და იქ ჩანს, თუ როგორი კონტაქტები და კავშირები არსებობს. სამწუხაროდ, ეს გავლენები, რა თქმა უნდა, ალბათ, მუშაობს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, დეზინფორმაციული პროპაგანდისტული მანქანა აქტიურად მუშაობს, უპირველესად ქვეყნის შიგნით და ასევე, მის ფარგლებს გარეთ.
„ყოველდღიურად არის ნიაღვარი ტყუილის, ცილისწამების და დეზინფორმაციის. ამ კრიზისულ პერიოდში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შემდეგ ხდება ამის გატანა ქვეყნის საზღვრებს გარეთ იმისთვის, რომ საქართველოს და მისი ხელისუფლების მიმართ უარყოფითი განწყობა შეიქმნას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საზოგადოება ხედავს, როგორ არის ზღვარი წაშლილი რადიკალურ პარტიას – „ნაციონალურ მოძრაობას“, გარკვეულ მედია ორგანიზაციებს და გარკვეულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის.
„ათქვეფილია უკვე ერთმანეთში და ვეღარ გაერკვევი, რომელი მედია არის პარტია, პარტია არის მედია, არასამთავრობო ორგანიზაცია არის პარტია, თუ ვინ ვინ არის. ეს დეზინფორმაციული კამპანია შეხმატკბილებული და ორკესტრირებულია. ხდება როლების გადანაწილება, ვინ წამოწევს თემას, მერე ეს ვის გააქვს ქვეყნის საზღვრებს გარეთ და ასე შემდეგ. ეს არის ორკესტრირებული ჰიბრიდული ომი საქართველოს და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
დასავლურ ქვეყნებს უნდათ, რომ ჩაგითრიონ რუსეთთან ომში. მხოლოდ ამისთვის სჭირდებით, რომ...