Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

​გოგა ხაინდრავა: დღეს საქართველოში ცეცხლი რომ არ გავრცელდეს, ამის ფლაგმანი არის საქართველოს ხელისუფლება – პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და თეა წულუკიანი

მარშალ პრესი 28/04/2022
ხაინდრავა

საქართველოში ცეცხლი რომ არ გავრცელდეს, ამის ფლაგმანი არის საქართველოს ხელისუფლება – პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და თეა წულუკიანი, – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მან მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას მძიმე მდგომარეობაში ყოფნა არ ეტყობა.

„საქართველოში 9 ათასი პატიმარია და მერწმუნეთ, რომ ამ პატიმრების მინიმუმ 20% ავადაა – ზოგი ბევრად მძიმედ, ვიდრე სააკაშვილი. საუბრობენ, რომ სააკაშვილს აქვს სტრესი. სტრესი ციხეში ნებისმიერ ადამიანს აქვს. ყველაფერი დანარჩენი რაც მას სჭირს, მისი ცხოვრების წესიდან გამომდინარეა. ასეთი რამ ბევრს სჭირს და მაშინ რა ვქნათ?! გავაუქმოთ პენიტენციური სისტემა?! საქართველოში 200 ადამიანი ყოველთვის შეგროვდება ნებისმიერი პატიმრის ირგვლივ და დააყენებენ საკითხს, რომ ავად არის კაცი. ეს ყველაფერი არის ფლიდობა, სააკაშვილია ბუნებით ფლიდი. მე რეჟისორი ვარ და სცენა ჩემი ცხოვრების ნაწილია, ის სცენა სასამართლოში, რომ ვითომ ცუდად გახდა, ცუდად არის ნათამაშები – ადამიანს ცუდად ყოფნა ყოველთვის ეტყობა, მით უმეტეს თუ მძიმე მდგომარეობაშია. სააკაშვილს რა ეტყობა რომ მძიმე მდგომარეობაშია, სასამართლო დარბაზში რომ შემოჰყავთ ვერ აჩერებენ“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მან აღნიშნა, რომ სააკაშვილის თემაზე მეტად მნიშვნელოვანია გავერთიანდეთ იმის გარშემო, რომ საქართველოზე ცეცხლის გავრცელება არ მოხდეს.

Post navigation

Previous: შალვა პაპუაშვილი: დავით არახამია თავად ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაფრთიანებულია, ეს კავშირები არსებობს და დადასტურდა კიდევაც
Next: შალვა პაპუაშვილი: საქართველო სამხედრო დახმარებაში ვერ ჩაერთვება და აქ მეორე ფრონტი ვერ გაიხსნება, თუ ამ ორ საკითხთან დაკავშირებით არსებობს პრეტენზიები, ამას ვერ მივიღებთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.