Skip to content
21/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრეზიდენტი: არ მგონია, რომ სააკაშვილი დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია – ნიკოლა სარკოზის სასჯელი მიუსაჯეს და ის შინაპატიმრობაში იმყოფება, არ ვფიქრობ, რომ ეს დემოკრატიის რაიმე ფორმის საზომია

მარშალ პრესი 28/04/2022
ზურაბიშვილი

არ მგონია, რომ სააკაშვილი დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა Foreign Policy-სთან ინტერვიუში.

კითხვაზე – ეს განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი საკითხი დემოკრატიის ჯანმრთელობისთვის. სახელმწიფოს ყოფილი მეთაურების დევნა ხშირად შემაშფოთებელ ნიშნად აღიქმება – საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა:

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის სასჯელი მიუსაჯეს და ის შინაპატიმრობაში იმყოფება. არის მრავალი სხვა მაგალითი, ბერლუსკონის ჩათვლით. ასე რომ, მე არ ვფიქრობ, რომ ეს დემოკრატიის რაიმე ფორმის საზომია. არ მგონია, რომ თუ გავითვალისწინებთ ძალიან სერიოზულ საკითხებს საქართველოში და მის ირგვლივ დღეს და [რეგიონში], არ ვფიქრობ, რომ ეს რეალურად ძალიან სერიოზული საკითხია.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სააკაშვილის შეწყალება ქართულ საზოგადოებაში მეტ პოლარიზაციას გამოიწვევს, რადგან საზოგადოების ერთი ნაწილი ერთ მხარეს მტკიცედ დგას, ხოლო მეორე, სავარაუდოდ, უმეტესობა, ნებისმიერი სახის შეწყალების წინააღმდეგია.

„მე შევიწყალე სააკაშვილის პარტიის რამდენიმე ლიდერი მას შემდეგ, რაც მათ განაჩენი გამოუტანეს. იმ დროს, ეს იყო შარშან, ვფიქრობდი, რომ ეს ხელს შეუწყობდა შიდა შერიგებისა და დეპოლარიზაციის პროცესს. აქ ჩვენ სრულიად საპირისპირო პოზიციაზე ვართ, რაც არის ის, რომ სააკაშვილის შეწყალება ქართულ საზოგადოებაში მეტ პოლარიზაციას გამოიწვევს, რადგან საზოგადოების ერთი ნაწილი ერთ მხარეს მტკიცედ დგას, ხოლო მეორე, სავარაუდოდ, უმეტესობა, ნებისმიერი სახის შეწყალების წინააღმდეგია“, – აღნიშნა მან.

Continue Reading

Previous: შალვა მხატრიშვილი – ეროვნული ბანკიდან ნაღდი ფული გადის მხოლოდ მოთხოვნის საფუძველზე, კომერციული ბანკების სარეზერვო ბალანსების სანაცვლოდ
Next: შალვა პაპუაშვილი: დავით არახამია თავად ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაფრთიანებულია, ეს კავშირები არსებობს და დადასტურდა კიდევაც

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025