Skip to content
22/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჟოზეფ ბორელი: როდესაც ქვეყანაში ჩამოვედი, დავინახე ქართველი ხალხის ასეთი ძლიერი სულისკვეთება – 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაერთიანებას, ეს შთამბეჭდავი რიცხვია

მარშალ პრესი 08/09/2023
ბორე

3 ძირითადი გზავნილი მაქვს თქვენთან და ქართველ ხალხთან. პირველი გზავნილი – უეჭველია, რომ საქართველო მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს. მინდოდა საქართველოში ჩამოვსულიყავი და პირადად ჩამომეტანა ეს გზავნილი, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„როდესაც ქვეყანაში ჩამოვედი, დავინახე ქართველი ხალხის ასეთი ძლიერი სულისკვეთება – 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაერთიანებას. ეს შთამბეჭდავი რიცხვია, მაგრამ ეს არა მხოლოდ რიცხვია. მიხარია, რომ ბევრი ევროპული დროშა ფრიალებს საქართველოში, უფრო მეტი, ვიდრე ბრიუსელში. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ვუსმენთ მთავრობას, ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს, ყველას და ასევე, ყველა პოლიტიკური ძალა გაერთიანდეს და კონსტრუქციულად უნდა მუშაობდეს. ისეთი გარემო უნდა შეიქმნას ქვეყანაში, სადაც ასეთი თანამშრომლობა შესაძლებელი გახდება. ამ ეტაპზე ყველა ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ პოლიტიკური დაძაბულობა შემცირდეს, ეს პოლიტიკური და ისტორიული შანსი არ დაიკარგოს და ამისთვის ერთად უნდა იმუშაოთ. შემდეგი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება დამსახურებასა და მიღწეულ შედეგზე. შედეგი მიღწეული იქნება გაერთიანებული ძალისხმევის საფუძველზე, ყველა ძალის გაერთიანების შედეგად“, – განაცხადა

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი: ხელისუფლება, მმართველი პარტია მზად იყო, არის და მომავალშიც იქნება, ვითანამშრომლოთ ყველა ოპოზიციურ ძალასთან, რომ სერთო ეროვნული იდეა განხორციელდეს და საქართველო კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს
Next: ირაკლი ღარიბაშვილი: პირველი ომი ჩვენ 2008 წელს გადავიტანეთ, ეს იყო დამანგრეველი ომი, რამაც ასობით ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა – ჩვენ ეს მძიმე ფასი გადახდილი გვაქვს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.