Skip to content
22/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ხელისუფლება, მმართველი პარტია მზად იყო, არის და მომავალშიც იქნება, ვითანამშრომლოთ ყველა ოპოზიციურ ძალასთან, რომ სერთო ეროვნული იდეა განხორციელდეს და საქართველო კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს

მარშალ პრესი 08/09/2023
ირაკლი ღარიბაშვილი2

ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება, მმართველი პარტია აბსოლუტურად მზად იყო, არის და მომავალშიც იქნება, ვითანამშრომლოთ ყველა ოპოზიციურ ძალასთან, რომ სერთო ეროვნული იდეა განხორციელდეს, საქართველო კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს და ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რეკომენდაციების განსაზღვრის შემდეგ პოლარიზაცია არათუ შემცირდა, არამედ პირიქით – მოიმატა.

„მას შემდეგ, რაც ეს რეკომენდაციები განისაზღვრა, პოლარიზაცია არათუ შემცირდა, პირიქით – მოიმატა, რადგან საქართველოში მოქმედი რადიკალური ძალები თავისი ბუნებით, თავისი გამოცდილებით, ვგულისხმობ წინა ხელისუფლების პარტიას, ყველაზე ანტიევროპული ძალები ცდილობენ საბოტაჟი მოუწყონ ამ პროცესს. სწორედ მათთვის არის ერთ-ერთი მთავარი სასპეკულაციო საგანი ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭება, ამას იყენებენ რადიკალური ძალები იმისთვის, რომ ქვეყანაში მოახდინონ დესტაბილიზაცია. რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება, მმართველი პარტია აბსოლუტურად მზად იყო, არის და მომავალშიც იქნება, რომ ვითანამშრომლოთ ყველა ოპოზიციურ ძალასთან, რომ სერთო ეროვნული იდეა განხორციელდეს, საქართველო კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს და ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, ამავდროულად ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ჩვენი ხალხისთვის“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Post navigation

Previous: ჟოზეფ ბორელი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე: ეს არის რისკი, რომელიც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას და პოლარიზაციას გაზრდის
Next: ჟოზეფ ბორელი: როდესაც ქვეყანაში ჩამოვედი, დავინახე ქართველი ხალხის ასეთი ძლიერი სულისკვეთება – 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაერთიანებას, ეს შთამბეჭდავი რიცხვია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.