Skip to content
22/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: პირველი ომი ჩვენ 2008 წელს გადავიტანეთ, ეს იყო დამანგრეველი ომი, რამაც ასობით ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა – ჩვენ ეს მძიმე ფასი გადახდილი გვაქვს

მარშალ პრესი 08/09/2023
ირაკლი ღარიბაშვილი

რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, აგრესიამ და ომმა, რომელიც მიმდინარეობს და არ ჩერდება, შეცვალა მთელი მსოფლიოს დღის წესრიგი. არ მოვერიდები იმის თქმას, რომ ჩვენ სპეციფიკურ მდგომარეობაში ვიმყოფებით, რადგან ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი დღესაც ოკუპირებულია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჟოზეფ ბორელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ კარგად გვესმის ის რთული გეოპოლიტიკური ვითარება, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. ალბათ, ასეთი გამოწვევის წინაშე არა მხოლოდ ჩვენი რეგიონი და ქვეყანა, არამედ მთლიანად ევროპის კონტინენტი არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, აგრესიამ და ომმა, რომელიც მიმდინარეობს და არ ჩერდება, შეცვალა მთელი მსოფლიოს დღის წესრიგი. იცვლება საერთაშორისო წესრიგი, წესებზე დაფუძნებული წესრიგი, რაც რა თქმა უნდა, არის დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვისაც. მითუმეტეს, ჩვენი ქვეყანა, მე მჯერა, რომ თქვენ კარგად გესმით და ჩვენს მეგობრებს, რომ საქართველო განსაკუთრებულ მდგომარეობაშია. მე არ მოვერიდები იმის თქმას, რომ ჩვენ სპეციფიკურ მდგომარეობაში ვიმყოფებით, რადგან ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი დღესაც ოკუპირებულია. ჩვენს ტერიტორიაზე რუსული საოკუპაციო ჯარები დგას. პირველი ომი ჩვენ გადავიტანეთ 2008 წელს. ეს იყო დამანგრეველი ომი, რამაც ასობით ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. ჯარისკაცები, პოლიციელები, სამოქალაქო პირები. ჩვენ ეს მძიმე ფასი გადახდილი გვაქვს“,- აღნიშნა ღარიბაშვილმა.

Post navigation

Previous: ჟოზეფ ბორელი: როდესაც ქვეყანაში ჩამოვედი, დავინახე ქართველი ხალხის ასეთი ძლიერი სულისკვეთება – 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაერთიანებას, ეს შთამბეჭდავი რიცხვია
Next: ჟოზეფ ბორელი: ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან დგომას და ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, ჩვენ ამას კონკრეტული ქმედებებით ვამტკიცებთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.