Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მმართველმა პარტიამ, ხელისუფლებამ, პრეზიდენტმა, ოპოზიციამ – ყველამ უნდა თქვას ხმამაღლა და მკაფიოდ, რომ წლის ბოლოს საქართველოს უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი

მარშალ პრესი 08/09/2023
ღარიბა

ყველამ ამ ქვეყანაში, მმართველმა პარტიამ, ხელისუფლებამ, პრეზიდენტმაც, ოპოზიციამაც – ყველამ უნდა თქვას ხმამაღლა და მკაფიოდ, რომ წლის ბოლოს საქართველოს უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჟოზეფ ბორელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ღიად ვესაუბრე ბატონ ბორელს და მის დელეგაციას და გადავეცი ჩვენი მთავრობის პოზიცია, რომ საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ იდეალურები ვართ. არცერთი ქვეყანა და მთავრობა არაა იდეალური. ეს არის მუდმივი პროცესი, საჭიროა მუდმივი ჩართულობა. რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი შესრულებულია, ეს არის პროცესი, რომელზეც ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა ევროკომისიასთან. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ყველამ ამ ქვეყანაში, მმართველმა პარტიამ, ხელისუფლებამ, პრეზიდენტმაც, ოპოზიციამაც – ყველამ უნდა თქვას ხმამაღლა და მკაფიოდ, რომ წლის ბოლოს საქართველოს უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი. ეს არის ერთადერთი სწორი ისტორიული პოლიტიკური გადაწყვეტილება“, – აცხადებს ღარიბაშვილი.

Post navigation

Previous: პრემიერი: ძალიან ბევრი რეფორმა განვახორციელეთ სასამართლო სისტემაში, რომ უფრო გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული გამხდარიყო. ბოლო 10 წლის განმავლობაში სასამართლომ განიცადა ტრანსფორმაცია და დღეს არის მართლაც სანიმუშო
Next: ირაკლი ღარიბაშვილი: მას შემდეგ, რაც რეკომენდაციები განისაზღვრა, პოლარიზაცია არათუ შემცირდა, პირიქით – მოიმატა, რადგან საქართველოში მოქმედი რადიკალური ძალები ცდილობენ საბოტაჟი მოუწყონ ამ პროცესს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.