Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მას შემდეგ, რაც რეკომენდაციები განისაზღვრა, პოლარიზაცია არათუ შემცირდა, პირიქით – მოიმატა, რადგან საქართველოში მოქმედი რადიკალური ძალები ცდილობენ საბოტაჟი მოუწყონ ამ პროცესს

მარშალ პრესი 08/09/2023
ირაკლი ღარიბაშვილი

მას შემდეგ, რაც ეს რეკომენდაციები განისაზღვრა, პოლარიზაცია არათუ შემცირდა, პირიქით – მოიმატა, რადგან საქართველოში მოქმედი რადიკალური ძალები თავისი ბუნებით, თავისი გამოცდილებით, ვგულისხმობ წინა ხელისუფლების პარტიას, ყველაზე ანტიევროპული ძალები ცდილობენ საბოტაჟი მოუწყონ ამ პროცესს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი ძალა მზადაა ითანამშრომლოს ყველა ოპოზიციურ ძალასთან.

„სწორედ მათთვის არის ერთ-ერთი მთავარი სასპეკულაციო საგანი ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭება, ამას იყენებენ რადიკალური ძალები იმისთვის, რომ ქვეყანაში მოახდინონ დესტაბილიზაცია. რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება, მმართველი პარტია აბსოლუტურად მზად იყო, არის და მომავალშიც იქნება, რომ ვითანამშრომლოთ ყველა ოპოზიციურ ძალასთან, რომ სერთო ეროვნული იდეა განხორციელდეს, საქართველო კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, ამავდროულად ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ჩვენი ხალხისთვის“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი: მმართველმა პარტიამ, ხელისუფლებამ, პრეზიდენტმა, ოპოზიციამ – ყველამ უნდა თქვას ხმამაღლა და მკაფიოდ, რომ წლის ბოლოს საქართველოს უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი
Next: ირაკლი ღარიბაშვილი: მჯერა, რომ ოქტომბერში ევროკომისია საბჭოს დადებითი რეკომენდაციით მიმართავს და წლის ბოლოს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.