Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ჟოზეფ ბორელს: რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი შესრულებულია, დარჩენილია რამდენიმე რეკომენდაცია, რომელზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ

მარშალ პრესი 08/09/2023
ღარიბა

მინდა გითხრათ ბატონო ჟოზეფ, რომ ამ რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი არსებითად შესრულებულია. დარჩენილია რამდენიმე რეკომენდაცია, რომელზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ერთ-ერთი არის დეოლიგარქიზაცია. ჩვენ გავითვალისწინეთ ევროკომისიის რეკომენდაციები, არ მივიღეთ კანონი. აის ნაცვლად ჩვენ ერთ, ორ კვირაში მივიღებთ სამოქმედო გეგმას, რომელიც სრულად ასახავს ამ რეკომენდაციის სულისკვეთებას. რაც შეეხება კიდევ ერთ რეკომენდაციას, რომელიც სასამართლო რეფორმას ეხება – მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი რეფორმა განვახორციელეთ სასამართლო სისტემაში, რომ უფრო ინკლუზიური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული გამხდარიყო. ბოლო 10 წლის განმავლობაში სასამართლომ განიცადა ტრანსფორმაცია და დღეს სასამართლო არის მართლაც სანიმუშო სისტემა. ნდობა სასამართლოს მიმართ საქართველოში არის ძალიან მაღალი და ზოგადად ევროპული სასამართლოების ნდობის თანაბარი მაჩვენებელი აქვს ჩვენს სასამართლოს. ამას გარდა, ჩვენ ვენეციის კომისიიდან საბოლო რეკომენდაციებს ველოდებით, რის შემდეგაც მოხდება საბოლოო ცვლილებების განხორციელება. რჩება კიდევ ერთი რეკომენდაცია – დეპოლარიზაცია შეუსრულებელი. კარგად გვესმის, რომ ნებისმიერი დემოკრატიისთვის დამახასიათებელია განსხვავებული აზრი, ჩვენ ამას დიდ პატივს ვცემთ. ჩვენთან არსებობს მრავალპარტიული პარლამენტი, 9 პარტია შევიდა პარლამენტში 2020 წელს. გვაქვს თავისუფალი მედია, ძალიან ძლიერი ოპოზიციური მედიასაშუალებები და ჩვენ რა თქმა უნდა ვაკეთებთ ყველაფერს, რომ პოლარიზაცია შემცირდეს, მაგრამ რა თქმა უნდა მხოლოდ ჩვენს სურვილზე არ არის დამოკიდებული ამ საკითხის დარეგულირება“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს მადლობა გადავუხადო პირველ რიგში ჩამობრძანებისთვის – ეს არის ცალსახა გზავნილი, რომ ევროკავშირი დგას საქართველოსა და ქართველი ხალხის გვერდით
Next: პრემიერი: ძალიან ბევრი რეფორმა განვახორციელეთ სასამართლო სისტემაში, რომ უფრო გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული გამხდარიყო. ბოლო 10 წლის განმავლობაში სასამართლომ განიცადა ტრანსფორმაცია და დღეს არის მართლაც სანიმუშო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.