Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს მადლობა გადავუხადო პირველ რიგში ჩამობრძანებისთვის – ეს არის ცალსახა გზავნილი, რომ ევროკავშირი დგას საქართველოსა და ქართველი ხალხის გვერდით

მარშალ პრესი 08/09/2023
ღარიბა

მინდა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს მადლობა გადავუხადო პირველ რიგში ჩამობრძანებისთვის – ეს არის ცალსახა გზავნილი, რომ ევროკავშირი დგას საქართველოსა და ქართველი ხალხის გვერდით. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„გასულ წელს ჩვენ მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, რომელიც იყო ისტორიული გადაწყვეტილება. ამისთვის მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო მთავრობის სახელით მადლიერება. ჩვენ ასევე კარგად გვესმის, რომ ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანების პროცესი არის საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადია. ეს კარგად გვაქვს გაცნობიერებული. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა 12 რეკომენდაციის შესრულებაზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი რეკომენდაციების შესრულებაზე: საქართველოს მთავრობამ, მმართველმა პარტიამ, პარლამენტმა გასწია უზარმაზარი სამუშაო – მიღებულია 100-ზე მეტი საკანონმდებლო ინიციატივა, შემუშავდა ახალი სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები
Next: ირაკლი ღარიბაშვილი ჟოზეფ ბორელს: რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი შესრულებულია, დარჩენილია რამდენიმე რეკომენდაცია, რომელზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.