Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი რეკომენდაციების შესრულებაზე: საქართველოს მთავრობამ, მმართველმა პარტიამ, პარლამენტმა გასწია უზარმაზარი სამუშაო – მიღებულია 100-ზე მეტი საკანონმდებლო ინიციატივა, შემუშავდა ახალი სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები

მარშალ პრესი 08/09/2023
ღარიბა

საქართველოს მთავრობამ, მმართველმა პარტიამ, პარლამენტმა გასწია უზარმაზარი სამუშაო. 100-ზე მეტი საკანონმდებლო ინიციატივა იყო მიღებული, შემუშავდა ახალი სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჟოზეფ ბორელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი ემსახურება ქვეყანაში შემდგომ კონსოლიდაციას, კანონის უზენაესობის შემდგომ განმტკიცებასა და საპარლამენტო ზედამხედველობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

„ჩვენ ვაჩვენეთ ძლიერი ნება, რომ მზად ვართ, შევასრულოთ ნაკისრი ვალდებულებები და განვახორციელოთ ევროკომისიის რეკომენდაციები. უზრუნველვყავით აბსოლუტურად გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი. თავიდანვე მოვიწვიეთ ყველა დაინტერესებული მხარე, ოპოზიცია, მათ შორის რადიკალური ოპოზიციაც. ჩვენ კარი გავუღეთ მათ, შეიქმნა სამუშაო ჯგუფები და ყველა დაინტერესებული მხარე მოწვეული იყო ამ პროცესში. რა თქმა უნდა, სამწუხარო იყო ის ფაქტი, რომ ოპოზიციამ თავიდანვე განაცხადა უარი ამ პროცესში მონაწილეობაზე. უფრო მეტიც, სამწუხაროდ, მათი მხრიდან დაფიქსირდა სისტემატური საბოტაჟის და დესტრუქციის ფაქტები, რაც, რა თქმა უნდა, არ იყო ძალიან კარგი და მეტიც, დამაზიანებელი იყო ამ პროცესისთვის. ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ, მმართველმა პარტიამ, პარლამენტმა გასწია უზარმაზარი სამუშაო. 100-ზე მეტი საკანონმდებლო ინიციატივა იყო მიღებული, შემუშავდა ახალი სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები. ეს ყველაფერი ემსახურება ქვეყანაში შემდგომ კონსოლიდაციას, კანონის უზენაესობის შემდგომ განმტკიცებასა და საპარლამენტო ზედამხედველობის კიდევ უფრო გაძლიერებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

Post navigation

Previous: შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის ნაწილი აგრძელებს საუბარს, რომ ამ ქვეყანაში არაფერი ვარგა, მაგრამ მოგვეცით კანდიდატის სტატუსი. ვის უნდა მოატყუონ, რომ ეს რამე ლობიზმია საერთოდ. ლამაზი თვალების გამო უნდა მოგვცენ სტატუსი?!
Next: ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს მადლობა გადავუხადო პირველ რიგში ჩამობრძანებისთვის – ეს არის ცალსახა გზავნილი, რომ ევროკავშირი დგას საქართველოსა და ქართველი ხალხის გვერდით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.