Skip to content
20/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე

მარშალ პრესი 08/09/2023
ჟოზეფ ბორელი

ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ვიცე-პრეზიდენტმა ჟოზეფ ბორელმა თბილისში განაცხადა.

ბორელმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია.

„ახლა თქვენი ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტი ეტაპია, რადგან რამდენიმე კვირაში ევროკავშირი განიხილავს მომდევნო ნაბიჯებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ევროკავშირის გაფართოების ჭრილში პირველად შედგება ანგარიში საქართველოზე, როგორც ქვეყანაზე, რომლითაც შესაძლოა ბლოკი გაფართოვდეს.

ამ მნიშვნელოვან მომენტში, მსურს მკაფიოდ განვაცხადო, რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. კარი ღიაა და ჩვენს გვსურს დაგეხმაროთ. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი სერიოზული ვალდებულებაა. კანდიდატის სტატუსი არის ისეთი რამ, რაც უნდა დაიმსახურო. ის უნდა მოიპოვო სერიოზული რეფორმების გატარებითა და ევროპული ღირებულებების დაცვით“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელი, საქართველოს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, ჟოზეფ ბორელი პირველ სამუშაო შეხვედრას გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, შეხვედრას გამართავს საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან. აგრეთვე, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

Post navigation

Previous: ილია დარჩიაშვილი: ჟოზეფ ბორელის ვიზიტი ახალ იმპულსს შესძენს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს და მნიშვნელოვანი გავლენა ექნება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებაზე
Next: სალომე ზურაბიშვილი: ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელი ვარ, იმიტომ, რომ ეს არის ჩემი უმაღლესი კონსტიტუციური ვალდებულება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.