Skip to content
20/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელი ვარ, იმიტომ, რომ ეს არის ჩემი უმაღლესი კონსტიტუციური ვალდებულება

მარშალ პრესი 08/09/2023
სალომე ზურაბიშვილი

მე არსად მივდივარ, ჩემს გადადგომაზე ოცნება, მგონია, ყველამ უნდა დაივიწყოს. მე ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელი ვარ, იმიტომ, რომ ეს არის ჩემი უმაღლესი კონსტიტუციური ვალდებულება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს ტელემიმართვაში განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, მან ინაუგურაციაზე ფიცი დადო კონსტიტუციაზე და ამ ფიცის ერთგული ბოლომდე იქნება.

„მე ვიცავ ამ ქვეყნის კონსტიტუციას, რამეთუ მე ეს ფიცი დავდე იმ დღეს, როდესაც ჩემი ინაუგურაცია იყო, როგორც საქართველოს პრეზიდენტის. ბოლომდე ვიქნები ამ ფიცის ერთგული. საქართველოს ყველა ინსტიტუტი ყველაფერს უნდა აკეთებდეს, რაც მის შესაძლებლობებშია იმისთვის, რომ ევროპულ ინტეგრაციას ხელი შეუწყოს. მე ეს მიმაჩნია, როგორც ჩემი უმაღლესი და უპირველესი ვალდებულება. ამიტომ დავდივარ. ახლა ვიყავი ბერლინში, ბრიუსელში, პარიზში. ვსარგებლობ იმით, რაც ჩემი კონტაქტებია, ვსარგებლობ ჩემ მიმართ ნდობით, მაგრამ რაც არის პირველ რიგში თქვენ მიმართ ნდობა. თქვენ რომ არ გამოსულიყავით და არ გეჩვენებინათ მთელი ევროპისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ეს პერსპექტივა, მაშინ ალბათ, არც მე მექნებოდა ასეთი ნდობა, როდესაც სხვადასხვა ლიდერებს ვხვდები. მათ იციან, რომ მე ვარ თქვენი არჩეული და რომ ეს პერსპექტივა, ეს მომავალი თქვენი არჩეულია და ამისთვის მხარს გვიჭერენ და ამისთვის არის, რომ ამ პატივისცემით მხვდებიან. ეს მე კი არა, თქვენ დაიმსახურეთ და მე ვარ ამაყი, რომ თქვენ წარმოგადგენთ ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში. მე ვარ ამაყი, რომ ამას ვაკეთებ დღეს ჩემი სახსრებით, თუმცა სახელმწიფოსთვის ეს არ არის სწორი“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

Post navigation

Previous: ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე
Next: მამუკა მდინარაძე: კონსტიტუციის ჩარჩოებიდან ბოლომდე გავდივარო – განაცხადა პრეზიდენტმა და სცადა, ეს პოზიცია ქვეყნის ევროპულ მომავალზე ზრუნვის არგუმენტით შეეფუთა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.