Skip to content
20/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: ჟოზეფ ბორელის ვიზიტი ახალ იმპულსს შესძენს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს და მნიშვნელოვანი გავლენა ექნება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებაზე

მარშალ პრესი 08/09/2023
ჟოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტი ცალსახად შესძენს ახალ იმპულსს ერთი მხრივ, საქართვლო-ევროკავშირის ურთიერთობებს, ხოლო მეორე მხრივ, ექნება მნიშვნელოვანი გავლენა შესაბამის გადაწყვეტილებებზე,- ამის შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც უმაღლესი წარმომადგენლის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

მინისტრის თქმით, ოქტომბერში საქართველო ელოდება ევროკავშირის შესაბამის ანგარიშს, რომელსაც დეკემბერში მოჰყვება ევროპული საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება. დარჩიაშვილის განცხადებით, აღნიშნულ ვიზიტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში, ქართული მხარე დეტალურად გააცნობს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით არსებულ პროგრესს.

„ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ჟოზეფ ბორელს დეტალურად ვესაუბროთ იმ უზარმაზარი სამუშაოს შესახებ, რომელიც შეეხება საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო შეხვედრები იქნება უმაღლეს დონეზე. „ – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჟოზეფ ბორელის ვიზიტი ევროკავშირის მხრიდან სპეციალური გზავნილია და მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ რეგიონში ევროკავშირისთვის მშვიდობა და უსაფრთხოება მაღალ პრიორიტეტს წარმოადგენს. „აქცენტი გაკეთდება დღეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციაზე. ბორელის ვიზიტი სპეციალური გზავნილია და მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ჩვენს რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება ევროკავშირისთვის მაღალ პრიორიტეტს წარმოადგენს.“ – აღნიშნა დარჩიაშვილმა.

ილია დარჩიაშვილის ინფორმაციით, ჟოზეფ ბორელს შეხვედრები ექნება ყველა მნიშვნელოვან სახელმწიფო წარმომადგენელთან, უმაღლესი თანამდებობის პირებთან.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელი, საქართველოს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, ჟოზეფ ბორელი პირველ სამუშაო შეხვედრას გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, შეხვედრას გამართავს საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან. აგრეთვე, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

Post navigation

Previous: პროკურატურა: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას საქმეზე ევროპული კონვენციის არცერთი მუხლი არ დარღვეულა
Next: ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.