Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ამომრჩევლის 91% ხმას ელექტრონული წესით მისცემს, რეგისტრაციას გაივლის ელექტრონულად და თეორიულადაც გამორიცხულია რამე ტიპის მანიპულაცია

მარშალ პრესი 07/09/2023
ირაკლი კობახიძე 8

ახალი არჩევნები ჩატარდება უკვე ელექტრონული სისტემით. ჩვენი ამომრჩევლის 91% ხმას ელექტრონული წესით მისცემს, რეგისტრაციას გაივლის ელექტრონული წესით და შესაბამისად, ცესკომ რაც არ უნდა მოინდომოს, უკვე თეორიულადაც გამორიცხულია რამე ტიპის მანიპულაცია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი მიზანი, რაც ოპოზიციას აქვს არის ის, რომ როგორმე ბოლომდე არ დაკომპლექტდეს ცესკო.

„თვის დროზე, ჩვენ ავირჩიეთ ცესკოს სამი წევრი იყო ასარჩევი, თავმჯდომარე და ორი წევრი. სალომე ზურაბიშვილმა წარმოადგინა კანდიდატურები თავმჯდომარისა და ორი წევრის და ჩვენ მათ დავუჭირეთ მხარი. შემდეგ კიდევ გამოცხადდა კონკურსი, კომისიამ იქ შეარჩია იგივე კანდიდატურები. ანუ, გამოავლინა, როგორც საუკეთესოები, მაგრამ სალომე ზურაბიშვილმა საბოლოოდ უარი თქვა ამ კანდიდატების წარმოდგენაზე მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ვაშაძემ, ხაბეიშვილმა და სამადაშვილმა არ დაუჭირეს მათ მხარი. ამ ადამიანებმა შეძლეს და როგორც საერთო ეროვნული არჩევნები, ძალიან რთული, პრობლემური თვითმმართველობის არჩევნები ისე ჩაატარეს, რომ არავითარი კრიტიკაც კი არ ყოფილა მათ მიმართ ოპოზიციის მხრიდანაც კი და იგივე იყო შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებითაც. ვერ გააკრიტიკეს ვერაფრით ცესკო, თავმჯდომარე, წევრები და რა თქმა უნდა, როდესაც ასეთ ადამიანებს უცხადებ ნდობას, ეს ჯანსაღი მოვლენაა. ამ ყველაფრის მიუხედავად როდესაც ოპოზიცია მხარს არ უჭერს შესაბამის ადამიანებს, გააკრიტიკე მაინც, სანამ უარს იტყვი მათ მხარდაჭერაზე. ნული კრიტიკა, მაგრამ მაინც არ უჭერენ მხარს, აქედან ჩანს, რომ მათ ერთადერთი თვითმიზანი საბოტაჟია. ყველგან სადაც შეუძლიათ, მათ შორის ცესკოშიც მათი ერთადერთი მიზანია საბოტაჟი. ამის შანსი რომ მისცე, რა თქმა უნდა, ამას აუცილებლად გააკეთებენ. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ახალი არჩევნები ჩატარდება უკვე ელექტრონული სისტემით. ჩვენი ამომრჩევლის 91% ხმას ელექტრონული წესით მისცემს, რეგისტრაციას გაივლის ელექტრონული წესით და შესაბამისად, ცესკომ რაც არ უნდა მოინდომოს, უკვე თეორიულადაც გამორიცხულია რამე ტიპის მანიპულაცია. დაუბალანსებელი ოქმების პრობლემა მთლიანად იხსნება. ე.წ. კარუსელი და ა.შ. ყველა ეს თემა წარსულს ბარდება იმ ცვლილებებით, რომელიც განხორციელდა საარჩევნო კოდექსში. ამის მიუხედავად, ერთადერთი მიზანი, რაც ოპოზიციას აქვს არის ის, რომ როგორმე ბოლომდე არ დაკომპლექტდეს ცესკო, რათა პატარა პრობლემები მაინც შეექმნას არჩევნების ჩატარებას. ჩვენ სხვა მიზანი გვაქვს, რომ არჩევნები ჩატარდეს სათანადოდ და ამისთვის ცესკო უნდა იყოს სათანადოდ დაკომპლექტებული. თუ ვინმეს რამე პრეტენზიები აქვს, კეთილი ინებონ და დაასაბუთონ ეს პრეტენზიები კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით, ვერ აკეთებ ამას და მაინც არ უჭერენ მხარს. ეს მათ დამოკიდებულებას აჩვენებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: თუ ევროკომისარი ბორელი დაგვისვამს კითხვას „გვინდა თუ არა კანდიდატის სტატუსი“, ჩვენი პასუხი იქნება „დიახ, გვინდა“
Next: სომხეთი დაადგა საქართველოს გზას და მიისწრაფვის NATO-სკენ – კრემლმა უკვე განაცხადა, რომ ამერიკელებთან ერთობლივი სწავლება „იწვევს დაძაბულობას“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.