Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

სომხეთი დაადგა საქართველოს გზას და მიისწრაფვის NATO-სკენ – კრემლმა უკვე განაცხადა, რომ ამერიკელებთან ერთობლივი სწავლება „იწვევს დაძაბულობას“

მარშალ პრესი 07/09/2023
დავი ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სომხეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე სოციალურ ქსელში წერს. როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, სომხეთი რუსეთის წინააღმდეგ მკაფიო ნაბიჯებს დგამს.

„11-20 სექტემბერს სომხეთის სასწავლო ცენტრ „ზარ-ში“ (თავდაცვის სამინისტროს მშვიდობისმყოფელების კორპუსი) და თავდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრ „N-ში“ გაიმართება სომხეთ-ამერიკის ერთობლივი სამხედრო სწავლება – „EAGLE PARTNER 2023“. მანამდე სომხეთმა გაიწვია თავისი წარმომადგენელი ОДКБ-დან, მას შემდეგ რაც უარი განუცხადა ამ ორგანიზაციას თავის ტერიტორიაზე წელს დაგეგმილი სწავლების ჩატარებაზე.

სომხეთმა ჩათვალა, რომ რუსეთისთვის ეს არის არასაკმარისად მიყენებული „ტკივილი“ და დღეს კიევში გაემგზავრა ნიკოლ ფაშინიანის მეუღლე, რომელმაც უკრაინაში სომხური ჰუმანიტარული ტვირთის პირველი პარტია ჩაიტანა. სომხეთი დაადგა საქართველოს გზას და მიისწრაფვის NATO-სკენ. კრემლმა უკვე განაცხადა, რომ ამერიკელებთან ერთობლივი სწავლება „იწვევს დაძაბულობას“.

გაცილებით რადიკალურია რუსეთის საზოგადოებრივი განწყობა, რაც პირველ რიგში რუსეთში სომხურ დიასპორაზე აისახება. რუსი პოლიტოლოგები მიმართავენ საკუთარ ხელისუფლებას, გადავიდეს სომხეთთან „პრაგმატული ურთიერთობების პოზიციებზე“. საქართველოს მიდგომა რჩება უცვლელი – სამშვიდობო სამეზობლო და რეგიონული პოლიტიკის გატარება, მედიატორის პოზიციის გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში საომარი მოქმედებების თავიდან აცილების მიზნით. და კიდევ ერთი რამ – იმედი ვიქონიოთ, რომ ქვეყანაში უკრაინული სახელმწიფო დროშების ფრიალს თუ არ ჩაანაცვლებს, ნუ დაემატება მაინც სომხეთის დროშების ფრიალი.“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: ამომრჩევლის 91% ხმას ელექტრონული წესით მისცემს, რეგისტრაციას გაივლის ელექტრონულად და თეორიულადაც გამორიცხულია რამე ტიპის მანიპულაცია
Next: ნინო ლომჯარიასთან მუშაობა ძალიან დიდი ბედნიერებაა – ვიკა ბუკია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.