Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: თუ ევროკომისარი ბორელი დაგვისვამს კითხვას „გვინდა თუ არა კანდიდატის სტატუსი“, ჩვენი პასუხი იქნება „დიახ, გვინდა“

მარშალ პრესი 07/09/2023
ირაკლი კობახიძე

თუ ევროკომისარი დაგვისვამს კითხვას „გვინდა თუ არა კანდიდატის სტატუსი“, ჩვენი პასუხი იქნება „დიახ, გვინდა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. ასე კობახიძე ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერებულ განცხადებებს გამოეხმაურა, რომელთა მიხედვითაც, ევროკომისარი ჟოზეფ ბორელი გეგმავს პირდაპირ დაუსვას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს კითხვა იმის შესახებ უნდათ თუ არა სტატუსის მიღება.

„რა თქმა უნდა, ასე მარტივად არ საუბრობენ არც ევროკომისრები და არც ხელისუფლების წარმომადგენლები. კომისარი ბორელი ჩამოდის იმისთვის, რომ სიღრმისეულად განვიხილოთ ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება კანდიდატის სტატუსის მიღებას და ზოგადად ჩვენს ევროპულ პერსპექტივას. ველოდებით საინტერესო დისკუსიებს. უმაღლეს დონეზე შედგება შეხვედრები, მათ შორის ტექნიკური საკითხებიც იქნება განხილული ამ შეხვედრებზე და ესეც შექმნის ძალიან კარგ საფუძველს, იმისთვის, რომ ჩვენ დეკემბერში მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. კიდევ ერთხელ ვიტყვით, იმედი გვაქვს, რომ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი ყველა თვალსაზრისით“, – განაცხადა კობახიძემ.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი საქართველოს 7-8 სექტემბერს ეწვევა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: სრული ქაოსია „ნაცმოძრაობაში“, რაც ძალიან კარგია – ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ მივიღოთ ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა
Next: ირაკლი კობახიძე: ამომრჩევლის 91% ხმას ელექტრონული წესით მისცემს, რეგისტრაციას გაივლის ელექტრონულად და თეორიულადაც გამორიცხულია რამე ტიპის მანიპულაცია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.