Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დღევანდელი მოცემულობით, თუ ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭება, ამით გლობალური ომის პარტია მხოლოდ წააგებს

მარშალ პრესი 07/09/2023
ირაკლი კობახიძე

თავის დროზე კანდიდატის სტატუსის არმინიჭება ქვეყნისთვის დაბლოკა იმან, რასაც ჩვენ ვეძახით გლობალურ ომის პარტიას. ამას ჰქონდა კონკრეტული მიზეზები – იყო კონკრეტული ინტერესი იმისა, რომ საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, გლობალური ომის პარტიისთვის ძალიან მარტივია ევროკავშირში მანიპულირება, რადგან კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას 27 ქვეყანა ერთხმად იღებს. კობახიძის განმარტებით, გასული წლის ივნისის შემდეგ ვითარება შეიცვალა.

„იყო რადიკალურად განსხვავებული მოცემულობა, როგორც საქართველოში, ასევე ჩვენ გარშემო და მაშინ იყო უფრო მყარი იმედი იმისა, რომ ვიღაც მოახერხებდა აქ ვითარების არევას, რევოლუციის მოწყობას, საქართველოს ომში ჩართვას. დღეს ეს მოცემულობა ქვეყნის შიგნითაც და ჩვენ გარშემოც არის რადიკალურად შეცვლილი. აქედან გამომდინარე, დღევანდელი მოცემულობით, გლობალური ომის პარტია მხოლოდ წააგებს იმით, თუ ჩვენ არ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი.

რა თქმა უნდა, ისინი შფოთავენ იმაზეც, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩვენ სერიოზულად გაგვამაგრებს და ამიტომ მთელი მათი აგენტურა სწორად ამაზე საუბრობს – ხალხს მიეცით სტატუსი და არა ხელისუფლებას და ა.შ. მაგრამ საბოლოო ჯამში, დღეს გლობალური ომის პარტიისთვის ბევრად მეტი მინუსი აქვს კანდიდატის სტატუსის არმინიჭებას საქართველოსთვის, ვიდრე პლუსი“, – განაცხადა კობახიძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივა გაზრდილია
Next: ისეთი დაშლილია უკვე „ნაციონალური მოძრაობა“, რომ შეიძლება ელიავაზეც არ ჩაიბარონ – ირაკლი კობახიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.