Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ისეთი დაშლილია უკვე „ნაციონალური მოძრაობა“, რომ შეიძლება ელიავაზეც არ ჩაიბარონ – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 07/09/2023
ირაკლი კობახიძე

გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დეპუტატი აცხადებდა, რომ „ქართული ოცნება“ ვერ მიაღწევს „ნაცმოძრაობის“ დაშლას. მართლა უნდა გაგეცინოს, იმიტომ, რომ ისეთი დაშლილია უკვე „ნაციონალური მოძრაობა“, შეიძლება ელიავაზეც არ ჩაიბარონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ უმძიმესი მდგომარეობაა.

„სულ სამნი იყვნენ და ვაშაძე გამოეყო ზურა ჯაფარიძესა და ელენე ხოშტარიას. ანუ ერთი კაცი გამოეყო ორ კაცს, ამ დონეზე არის დაშლილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. იქ „ევრონაცები“, აქეთ „ნაცები, იქით „ლელო“ – საერთოდ გაუგებარი პარტია თავისი საბა ბუაძით და ა.შ. წარმოუდგენელი რამ ხდება კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ და ძალიან კარგი პროცესები ვითარდება საბოლოო ჯამში, რაც ჩვენ უფრო გვიმყარებს პოზიციებს და, რაც მთავარია, ჩვენს სახელმწიფოს უმყარებს პოზიციებს.

კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არის პირდაპირ რისკ-ფაქტორი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისთვის, დემოკრატიული სისტემისთვის, ყველაფრისთვის, რაც უკავშირდება ამ ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებას. რაც უფრო მეტად დაიშლება კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რა თქმა უნდა, მით უკეთესი. ეს სათანადოდ აისახება არჩევნების შედეგებზე. ერთი წელია დარჩენილი არჩევნებამდე და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს არჩევნები იქნება გარდამტეხი „ნაცმოძრაობის“ საბოლოო განეიტრალების კუთხით“, – განაცხადა კობახიძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: დღევანდელი მოცემულობით, თუ ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭება, ამით გლობალური ომის პარტია მხოლოდ წააგებს
Next: ირაკლი კობახიძე: კიდევ ერთხელ ვუხდი აშშ-ს მადლობას, რომ იქ მოქმედებს „რუსული კანონი“, სწორედ ეს კანონი გვაძლევს შესაძლებლობას, რომ პერიოდულად მივიღოთ ინფორმაცია „ნაცმოძრაობის“ მავნებლური ქმედებების თაობაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.