Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივა გაზრდილია

მარშალ პრესი 07/09/2023
ირაკლი კობახიძე

კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივა გაზრდილია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს ევროინტეგრაციას და ამ მოსახლეობამ აირჩია „ქართული ოცნება“.

„ხელისუფლება გამოხატავს ხალხის ნებას, ხალხის პოზიციას და ამ შემთხვევაშიც ასეა. საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს ევროინტეგრაციას და ამ მოსახლეობამ აირჩია „ქართული ოცნება“. ხელისუფლება და ხალხი, როგორც დემოკრატიული სისტემის ელემენტები, არის ერთი და იგივე. ამას ვინც არ აღიარებს, ის უბრალოდ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას არ აღიარებს. სრული ფარსია – „ხალხს მივეცი სტატუსი და არა ხელისუფლებას“. ხელისუფლება გამოხატავს ამ სახელმწიფოს პოზიციას. თვითონაც ხედავენ, რომ პერსპექტივა გაზრდილია, კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივა არის გაზრდილი. ისევ უხეშად, 50/50-ზეა, მაგრამ აშკარად დადებითი ტენდენციაა. ამას ხედავენ და ახლა რაღაცნაირად ცდილობენ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში რაც შეიძლება ნაკლები ქულა დაიწეროს ხელისუფლებამ და სასოწარკვეთილი ქმედებები აქვთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: იმპიჩმენტი „ნაცმოძრაობასა“ და პრეზიდენტს მდგომარეობას ძალიან ურთულებს, რადგან როდესაც საკითხი კენჭისყრაზე გამოვა, მარტივად გაშიშვლდება ის კოორდინაცია, რაც ზურაბიშვილსა და „ნაცმოძრაობას“ შორის არსებობს
Next: ირაკლი კობახიძე: დღევანდელი მოცემულობით, თუ ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭება, ამით გლობალური ომის პარტია მხოლოდ წააგებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.