IMG.GE IMG.GE

„უბისა-შორაპანის მონაკვეთზე 2 ახალი გვირაბი გაიჭრა, რომელთა სიგრძეც 346.5 და 223 მეტრია“, – ამის შესახებ ინფორმაციას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე ავრცელებს.

„რიკოთის უღელტეხილზე, სამშენებლო სამუშაოები 30 გვირაბსა და 39 ხიდზე მიმდინარეობს. საერთო ჯამში 51.6 კმ-მდე სიგრძის გზა აშენდება, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს.

რიკოთის საუღელტეხილო გზა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის გზის მანძილს 30 კილომეტრით შეამცირებს, ხოლო მგზავრობის დროს გაანახევრებს. აღნიშნული პროექტის იმპლემენტაცია წარმატებული ნაბიჯია ქვეყნის განვითარებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება