Skip to content
30/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ აშშ-სთან მტკიცე პარტნიორობის კიდევ ერთი დასტურია – კახა კალაძე

მარშალ პრესი 28/04/2022
კახა კალაძე

„საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ამერიკის
შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას უსვამს ხაზს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ აღნიშნული კანონპროექტის დამტკიცებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი ქვეყნებს შორის მეგობრობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას გაამყარებს.

„როგორც იცით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“, რომელიც საკანონმდებლო დონეზე ამყარებს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ და სტრატეგიულ პარტნიორობას.

„საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ ხაზს უსვამს ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორობის, ჩვენი ქვეყნისა და საქართველოს მოსახლეობისადმი გამოხატული სრული მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტური“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრი თურქეთიდან იმპორტირებული ხელმისაწვდომი მედიკამენტების რეალიზაციისა და პრაქტიკაში ელექტრონული და გენერიკული რეცეპტების სისტემის დანერგვის პროცესს გაეცნო
Next: შოთა ღვინერია ავრცელებს დეზინფორმაციას – მთავრობის სტრატკომის განცხადება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.