Skip to content
30/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

სოფელ ახალუბნისა და მისაქციელის დამაკავშირებელ მონაკვეთზე საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

მარშალ პრესი 28/04/2022

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნისა და მისაქციელის გზის დამაკავშირებელ მონაკვეთზე საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

პროექტის მიმდინარე სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მერის მოადგილე გივი გიუტაშვილთან და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო-რწმუნებულის მოადგილე გიორგი ჩიფჩიურთან და ერთად მოინახულა.

სამუშაოები, რეგიონული განვითარების ფონდისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, შპს "საგზაო 7"-ის მიერ ხორციელდება და ზაფხულში დასრულდება.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით სამუშაოები, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

Post navigation

Previous: უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი ბარამიძის აუდიო ჩანაწერს ეხმიანება
Next: პრემიერ-მინისტრი თურქეთიდან იმპორტირებული ხელმისაწვდომი მედიკამენტების რეალიზაციისა და პრაქტიკაში ელექტრონული და გენერიკული რეცეპტების სისტემის დანერგვის პროცესს გაეცნო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.