უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა, საელჩოში გამართულ ბრიფინგზე, უპასუხა მედიის კითხვას იმ აუდიოჩანაწერის შესახებ, სადაც, „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე საუბრობს მასზე მუქარის ტონით.
„მე ვერ ვხედავ ვერც აზრს, ვერც საჭიროებას, რომ კომენტარი გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, ვინ სად რა თქვა და ვინ რა მოისმინა. ჩვენ კავშირის ეფექტიანი არხები გვაქვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე მთავრობასთან, რომლებიც შესაძლებლობას გვაძლევენ, ეფექტიანად განვიხილოთ ყველა საკითხი“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა დღეს.
ამ თემაზე: