Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, ბექა ოდიშარია საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრს იუმი იოშიკავას შეხვდა

მარშალ პრესი 24/08/2023
untitled-design-2023-08-24t104804-335

საქართველოს პარლამენტის იაპონიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით იაპონიაში იმყოფებიან.

დელეგაციის წევრები მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავენ იაპონიის პარლამენტის, მთავრობისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია შეხვდა იაპონიის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრს იუმი იოშიკავას. შეხვედრამ, მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა. მხარეებმა გამოხატეს პატივისცემა ერთმანეთის მიმართ და გამოთქვეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი.

ბექა ოდიშარიამ გააცნო ვიცე-მინისტრს ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი სწრაფვა ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის მიმართ, ესაუბრა მას საქართველოში მიმდინარე ევროინტეგრაციისა და სხვა დემოკრატიული პროცესებზე.

ოდიშარიამ მადლობა გადაუხადა იომი იოშიკავას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, დახმარების სურვილისა და გულთბილი მასპინძლობისათვის.

Post navigation

Previous: კაცმა არ იცის, როდის გავიგებთ, პრიგოჟინი ჯოჯოხეთის ცეცხლში იწვის თუ აფრიკის მზის ქვეშ ირუჯება – ნიკა გვარამია
Next: 24 აგვისტო ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის უმნიშვნელოვანესი თარიღია – პრემიერი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.