Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

24 აგვისტო ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის უმნიშვნელოვანესი თარიღია – პრემიერი

მარშალ პრესი 24/08/2023
ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს საქართველოს კონსტიტუციის დღეა. ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“24 აგვისტო ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის უმნიშვნელოვანესი თარიღია – დღევანდელ დღეს, 1995 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებით სათავე დაუდო ჩვენი ისტორიის ახალ ეტაპს – სამოქალაქო ერთიანობაზე, კანონის უზენაესობაზე, თავისუფლების, დემოკრატიის, მშვიდობისა და განვითარების იდეალებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობას.

საქართველოს კონსტიტუცია – ჩვენი ხელშეკრულება ერთმანეთთან და სახელმწიფოსთან – დიდი ისტორიისა და კულტურის განმსაზღვრელ ფასეულობებს ეფუძნება. ამავდროულად, ის ახალ მიზნებსა და ამოცანებს ასახავს თანამედროვე ეპოქაში ქვეყნისა და ხალხის წინსვლა-განვითარებისათვის.

ეს დღე – ერთიანობის მომენტია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს საერთო გადაწყვეტილებას ნათელი მომავლის – ერთიანი, მშვიდობიანი, ძლიერი, განვითარებული საქართველოს ასაშენებლად.”- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

Post navigation

Previous: იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, ბექა ოდიშარია საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრს იუმი იოშიკავას შეხვდა
Next: კარგია მედვედევის ინიციატივა – ანუ, პროცესი დაიძრა, მაგრამ თუ ჩვენ გვსურს მისი წარმატებით დაგვირგვინება, ამ ჯერზე მაინც მოუთმენლობის ნაცად „ფოცხს“ ნუ დავაბიჯებთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.