“კაცმა არ იცის, როდის გავიგებთ, პრიგოჟინი ჯოჯოხეთის ცეცხლში იწვის თუ აფრიკის მზის ქვეშ ირუჯება”- წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში და ეხმიანება ევგენი პრიგოჟინის შესაძლოა დაღუპვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
გვარამია იყო ერთ-ერთი, ვინც პრიგოჟინს გულშემატკივრობდა, როდესაც ის რუსეთის ხელისუფლებას აუჯანყდა და მოსკოვის აღებას გეგმავდა, თუმცა, საბოლოოდ უკან დაიხია.
დღეს კი ცნობილი ხდება, რომ ჩამოვარდნილი თვითმრინავის მგზავრების სიაში პრიგოჟინიც იყო.
