Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

დადასტურდა, რომ დაღუპულ მგზავრებს შორის ევგენი პრიგოჟინია

მარშალ პრესი 23/08/2023
პრიგოჟინი

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ დაადასტურა, რომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა თვითმფრინავში, რომელიც ტვერის ოლქში ჩამოვარდა.

„როსავიაციის“ ცნობით, ბორტზე იმყოფებოდნენ მგზავრები: სერგეი პროპუსტინი, ევგენი მაკარიანი, ალექსანდრ ტოტმინი, ვალერი ჩეკალოვი, დმიტრი უტკინი, ნიკოლაი მატუსეევი და ევგენი პრიგოჟინი;

ასევე, ეკიპაჟის წევრები: მეთაური ალექსეი ლავშინი, მეორე პილოტი რუსტამ კარიმოვი და ბორტგამცილებელი კრისტინა რასპოპოვა.

„თვითმფრინავის ფრენა განხორციელდა საჰაერო სივრცით სარგებლობის დადგენილი წესით გაცემული ნებართვის საფუძველზე“, – აღნიშნულია „როსავიაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, რუსული მედია სასწრაფო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ათივე ადამიანის ცხედარი უკვე ამოასვენეს და სამძებრო სამუშაოები დასრულებულია.

Post navigation

Previous: არც ერთი მევენახე არ რჩება ყურადღების გარეშე, მოვუწოდებ ყველას, მათ შორის “ნაცმოძრაობას”, პროპაგანდა გაუწიონ აგროდაზღვევის პოლიტიკის გატარებას და პოპულისტური განცხადებების კეთებით არ ეცადონ, შფოთი შეიტანონ კახელ მევენახეებში
Next: კაცმა არ იცის, როდის გავიგებთ, პრიგოჟინი ჯოჯოხეთის ცეცხლში იწვის თუ აფრიკის მზის ქვეშ ირუჯება – ნიკა გვარამია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.