შპს „ხელვაჩაურის წყალის“ ტექნიკურმა ჯგუფმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის სამუშაოები განახორციელა:
სოფელი განთიადსა და მახოში – აღადგინეს დაზიანებული სასმელი წყლის მილი.
სოფელი გემურაული – შეკეთდა დაზიანებული წყლის მილი.
სოფელი ახალსოფელი – გაიწმინდა ხოფჩოს წყლის სათავე ნაგებობა.
სასპორტო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ჭაბურღილს ჩაუტარდა რეცხვა-დეზინფექცია.
მონიტორინგის ჯგუფმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყალსადენები და ჭაბურღილები შეამოწმა:
მონიტორინგი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჯოჭოს, თხილნარის (აგარას), სასპორტო სკოლის, შარაბიძეების N2, შარაბიძეების N 3 წყალსადენზე და სატეხიის ჭაბურღილზე შესრულდა.
ჭაბურღილების შემოწმება პერიოდულად ხორციელდება.
ლაბორატორიის ჯგუფმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასმელი წყლის სინჯები აიღო:
პროცედურა ჯოჭოს, თხილნარის აგარას წყალსადენებზე და სატეხიის ჭაბურღილზე შესრულდა.
პროცედურის ფარგლებში წყალში ნარჩენი ქლორის რაოდენობა განისაზღვრა.
შპს “ხელვაჩაურის წყალი” მსგავსი ტიპის სამუშაოებს პერიოდულად ახორციელებს.
