Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

მცხეთის მერიის ორგანიზებით „აგვისტოს ომისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება, ნახატების გამოფენა – კონკურსი „ჩვენ დავბრუნდებით!“ გაიმართა

მარშალ პრესი 22/08/2023
3

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ინიციატივითა და ორგანიზებით „აგვისტოს ომისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება, ნახატების გამოფენა – კონკურსი „ჩვენ დავბრუნდებით!“ გაიმართა.

მონაწილეებმა საკონკურსოდ წარმოადგინეს „აგვისტოს ომის“ თემაზე შექმნილი ნამუშევრები სახელწოდებით „ჩვენ დავბრუნდებით!“. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ფარული ხმის მიცემით მხარი დაეჭირათ სასურველი კონკურსანტისთვის.

ნომინაციაში გამარჯვებულები გახდნენ :
„ხალხის რჩეული“ მათე როსტიაშვილი და მარიამ სისაური

„კონკურსანტების რჩეული“ მაგდა ლაფერაშვილი და თეონა სარდლიშვილი

„ჟიურის რჩეული“ ნინო წიკლაური და ნინო ბურჯანაძე მონაწილეები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, დიმიტრი ზურაბიშვილმა და მერის მოადგილემ გიორგი ბაჯაძემ, განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურისა და კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის თანამშრომლებთან ერთად დააჯილდოეს.

კონკურსის მიზანი ახალგაზრდებში ომის ნეგატიური შედეგების გააზრება, კონფლიქტების დარეგულირებისას ხელოვნების როლის წინ წამოწევა და ახალგაზრდა, დამწყები მხატვრების გამოვლენა და წახალისებაა.

Post navigation

Previous: ოპონენტთა ქცევა მაფიქრებინებს, რომ ჩემ მიერ გაჟღერებული ინფორმაციით დიდი ტყუილის მხილება დაიწყო, რამაც პანიკა გამოიწვია
Next: შპს „ხელვაჩაურის წყალის“ ტექნიკურმა ჯგუფმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის სამუშაოები განახორციელა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.