Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური არის წარმატებული მინისტრი, ოჯახური პრობლემებისგან დაზღვეული კი არავინ არის

მარშალ პრესი 14/08/2023
კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი სტიქიის ადგილზე რამდენიმე დღის დაგვიანებით, უპასუხა, რომ ვახტანგ გომელაური არის წარმატებული მინისტრი და ოჯახური პრობლემებისგან დაზღვეული არავინ არის.

„ვახტანგ გომელაურს რაც შეეხება, ის არის წარმატებული მინისტრი და მინდა, მას წარმატებები ვუსურვო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ოჯახური ტრაგედიისგან, პრობლემებისგან, სირთულეებისგან არავინ არ ვართ დაზღვეული. ყველას მინდა, გისურვოთ მშვიდობა, ჯანმრთელობა და ყოველივე კარგი. მათ შორის, ვახტანგ გომელაურს და მის ოჯახს, მინდა, ჯანმრთელობა ვუსურვო“, – განაცხადა თბილისის მერმა.

დედაქალაქის მერმა შოვში მომხდარი სტიქიის მასშტაბებზე, ასევე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების ღონისძიებებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ, ამინდისა და ადგილზე არსებული პირობების გათვალისწინებით, ვერტმფრენებით ყველაფერი გაკეთდა.

„გულდასაწყვეტია, როდესაც ამხელა ტრაგედიის ფონზე, მიზანმიმართული სპეკულაციები ხდება. იცით, რამხელა უბედურება დაატყდა ჩვენს ქვეყანას თავს, რაჭის რეგიონს, რამდენი ადამიანი გარდაიცვალა, დღესაც მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. რაც შეეხება ღამის ხედვას, მე არ ვარ დარგის სპეციალისტი და შეიძლება უხერხული იყოს ჩემგან ამაზე საუბარი, თუმცა, ვისაც ხელი მიუწვდება ინტერნეტზე, შეუძლია, ნახოს, ღამის ხედვის სისტემა თუ როგორ მუშაობს. რა თქმა უნდა, შეუძლებელია ყველანაირ პირობებში აღნიშნული სისტემის გამოყენება. მთავარი და მნიშვნელოვანი არის ამინდი. ღამის ხედვის სისტემაზე როცა ვსაუბრობთ, ხაზი უნდა გავუსვათ დრონებს, რომლებიც შესაბამის სამსახურებს გააჩნიათ. ვერტმფრენები შესყიდულია და 2024 წლიდან უკვე დაიწყება მათი შემოყვანა.

შეიძლება, ტელევიზიით არ ჩანს ტრაგედიის ის მასშტაბები, თუ რაზეა საუბარი, რა უბედურება მოხდა და სტიქიამ რა მასა და ღვარცოფი ჩამოიტანა. ვერტმფრენებმა სტიქიის ადგილზე გასაკეთებელი გააკეთეს – 200-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს სამშვიდობოს. დღეს უკვე სხვა ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს, ჩართულია მძიმე ტექნიკა და ყველა გადაადგილება, თუნდაც მძიმე ტექნიკის, მაშველების თანდასწრებით მიმდინარეობს. ხდება შესაბამისი არეალების მოხაზვა და განსაზღვრა, სად რა ფორმით იმუშაონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Post navigation

Previous: აფხაზებთან და ოსებთან ერთად ძლიერი სახელმწიფოს შენება საუკეთესო პერსპექტივაა ყველასთვის, მწამს, ნდობის აღდგენაზე ორიენტირებული სამშვიდობო პოლიტიკა თანამიმდევრულად გვაახლოებს ამ მიზანთან
Next: ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ ეს ე.წ. ოპოზიცია უკვე ფორსირებულ შეტევაზე გადავიდა – გია გაბრიჭიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.