Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

აფხაზებთან და ოსებთან ერთად ძლიერი სახელმწიფოს შენება საუკეთესო პერსპექტივაა ყველასთვის, მწამს, ნდობის აღდგენაზე ორიენტირებული სამშვიდობო პოლიტიკა თანამიმდევრულად გვაახლოებს ამ მიზანთან

მარშალ პრესი 14/08/2023
ირაკლი ღარიბაშვილი

აფხაზებთან და ოსებთან ერთად მშვიდობიანი, ძლიერი, განვითარებული სახელმწიფოს შენება საუკეთესო პერსპექტივაა ყველასთვის. ეს ყოველი ჩვენგანის საერთო საქმეა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აფხაზეთის ომიდან 31-ე წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გონივრული, ნდობის აღდგენაზე ორიენტირებული სამშვიდობო პოლიტიკა ამ მიზანთან თანმიმდევრულად გვაახლოებს.

„31 წელი შესრულდა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენის – აფხაზეთის ომის დაწყებიდან. გაუმართლებელმა დაპირისპირებამ ორივე მხრიდან მრავალი ჩვენი მოქალაქის – ჯარისკაცთა თუ მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა. მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს თითოეული მათგანის ნათელ ხსოვნას. ტერიტორიული კონფლიქტები და მათი შედეგები – ჩვენი ძირძველი მიწების დროებითი ოკუპაცია, ასეულობით ათასი ადამიანის დევნილობა საკუთარ სამშობლოში, აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობა – კვლავ რჩება ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების უმთავრეს გამოწვევად, რომელზე პასუხიც მხოლოდ მშვიდობის განუხრელი დაცვით, ნდობის აღდგენით, ქვეყნის საერთო და საყოველთაო განვითარებითაა შესაძლებელი. აფხაზებთან და ოსებთან ერთად მშვიდობიანი, ძლიერი, განვითარებული სახელმწიფოს შენება საუკეთესო პერსპექტივაა ჩვენთვის, ყველასთვის, და ამდენად, ეს ყოველი ჩვენგანის საერთო საქმეა. ღრმად მწამს, რომ გონივრული, ნდობის აღდგენაზე ორიენტირებული სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ვახორციელებთ, თანამიმდევრულად გვაახლოებს ამ მიზანთან“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

Post navigation

Previous: სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები დღითიდღე ძლიერდება, პროტესტანტებს იაკობ ხაბაზი შეუერთდა (ვიდეო)
Next: ვახტანგ გომელაური არის წარმატებული მინისტრი, ოჯახური პრობლემებისგან დაზღვეული კი არავინ არის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.