Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ ეს ე.წ. ოპოზიცია უკვე ფორსირებულ შეტევაზე გადავიდა – გია გაბრიჭიძე

მარშალ პრესი 14/08/2023
გია გაბრიჭიძე

ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ ეს ე.წ. ოპოზიცია უკვე ფორსირებულ შეტევაზე გადავიდა და სავარაუდოდ მას შემდეგ რაც ბინძური კამპანიის წარმოების ახალი გაიდლაინები მიიღეს, – წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.

იგი ეხმიანება ირაკლი კობახიძის მიერ შოვის სტიქიაზე გაკეთებულ განცხადებაზე ოპოზიციის წარმომადგენლების რეაქციებს და აღნიშნავს, რომ რადიკალების მეთოდია, ტყუილის გამუდმებით საუბარი, რათა უფრო ბევრმა ადამიანმა გაიგოს. გაბრიჭიძის თქმით, ამ მეთოდით ოპოზიცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ვერაფერს დააკლებს.

“ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ ეს ე.წ. ოპოზიცია უკვე ფორსირებულ შეტევაზე გადავიდა და სავარაუდოდ მას შემდეგ რაც ბინძური კამპანიის წარმოების ახალი გაიდლაინები მიიღეს. (ეს საკმაოდ მოცულობითი საკითხია და უფრო ვრცლად გაზეთისთვის დავწერ).
მას შემდეგ, რაც სხვადასხვა პროვოკაციებმა, რასაც ისინი “პერფომანსებს” უწოდებენ არ გაუმართლათ, გადავიდნენ მეთოდზე, რომლის მიხედვითაც სიბინძურე და ტყუილი გამუდმებით უნდა ატრიალო, თუნდაც პასუხი იქნას გაცემული და ტყუილი გამოაშკარავებული. ეს იმოქმედებს როგორც თავდასხმის ობიექტზე, ასევე იმ ხალხზე ვინც ხშირად მოისმენს ტყუილს და ბოლო-ბოლო რაღაც დოზით მაინც დაიჯერებს.

მაგალითისთვის ის ბოლო სიდამპლეც კმარა, როცა ირაკლი კობახიძის ნათქვამს ამახინჯებენ. არადა ყველამ იცის, რომ ის მაქსიმალურად იყო ჩართული ადამიანების დახმარებაში.
თავდასხმა ოჯახზე. დაუფარავად ვიტყვი, რომ გიორგი კობახიძეს ბევრი ათწლეულია ვიცნობ და მეამაყება, რომ მაქვს უფლება მეგობარი ვუწოდო.
ბევრს არ ვილაპარაკებ, უბრალოდ ვიტყვი, რომ ასეთი ნაბ@@ოზვრული მეთოდებით ირაკლი კობახიძეს ვერაფერს დააკლებენ. პირიქით, საკუთარ თავს ავნებენ, მაგრამ მეტი რაღა უნდა ავნონ, რაც ბოღმისგან სჭირთ?”- წერს გია გაბრიჭიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ვახტანგ გომელაური არის წარმატებული მინისტრი, ოჯახური პრობლემებისგან დაზღვეული კი არავინ არის
Next: ირაკლი კობახიძე შოვში დატრიალებული ტრაგედიის პირველივე საათებიდან რაჭაში იმყოფება და საკუთარი წვლილი შეაქვს საერთო საქმეში, ამ დროს, ლეშიჭამიების უდიდესი ნაწილი მსოფლიოს სხვადასხვა საკურორტო ზონებში იმყოფება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.