ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მაჭახელას ხეობაში, კინტურეთის შუა საუკუნეების ნამოსახლარის ტერიტორიაზე, ორი კვირის განმავლობაში, საერთაშორისო ეთნო-არქეოლოგიური საზაფხულო სკოლის ფარგლებში, 2 ადგილზე არქეოლოგიური კვლევა მიმდინარეობდა.
პროქეტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ როინ მალაყმაძის, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის და ჩეხეთის ოსტრავას უნივერსიტეტის ჩართულობით 14 ივლისს დაიწყო და 27 ივლისს დასრულდა.
საზაფხულო სკოლის შეჯამებას და დაჯილდოების ცერემონიას ხელვაჩაურის მუნციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე დაესწრო და მონაწილეებს სერთიფიკატები გადასცა.
პროექტში 9 ქვეყნის (ამერიკა, კანადა, ჩინეთი, ჩეხეთი, ავსტრალია, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, საქართველო) 12 მონაწილე მონაწილეობდა.
მონაწილეებს სალექციო და პრაქტიკული კურსი ანთროპოლოგიისა და არქეოლოგიის კვლევების მიმართულებით ჩაუტარდათ.
ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე და მერიის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
