Skip to content
01/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ხალხის ძალა“ ამზადებს ნიადაგს პოლიტიკური პრაგმატიზმისათვის – თამთა მეგრელიშვილი

მარშალ პრესი 26/07/2023
თამთა მეგრელიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი მოძრაობის გეგმებსა და მიზნებზე სოციალურ ქსელში წერს. როგორც თამთა მეგრელიშვილი აღნიშნავს, „ხალხის ძალის“ მიზანია პოლიტიკურ აქტორთა მოღვაწეობაში განმსაზღვრელი პრიორიტეტი ღიად გახდეს ეროვნულ სახელმწიფოებრივი მიზნები და ინტერესები.

„საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ ამზადებს ნიადაგს პოლიტიკური პრაგმატიზმისათვის, რადგან ეს დემოკრატიის სტაბილურობის წინაპირობაა. „ქართული ოცნების“ მიერ წლებია ყალიბდება პოლიტიკური ცხოვრების ისეთი მოდელი, რომელიც ემყარება ინსტიტუციურ მდგრადობას, ანუ დემოკრატიის პირველადი მიზანი თითქმის მიღწეულია (სახელისუფლებო გუნდმა მიაღწია პოლიტიკურ სტაბილურობას, როცა პოლიტიკურ აქტორთა ცვლა ვერ არყევს ინსტიტუციურ მდგრადობას). ამის პარალელურად „ხალხის ძალის“ მიერ პოლიტიკური გონის ფორმირება დაიწყო მთავარი მიზნით – პოლიტიკურ აქტორთა მოღვაწეობაში განმსაზღვრელი პრიორიტეტი ღიად გახდეს ეროვნულ სახელმწიფოებრივი მიზნები და ინტერესები. დიახ, ეს მისია საკუთარ თავზე აიღო „ხალხის ძალამ“. დემოკრატიის სტაბილურობა პოლიტიკური ერის ფორმირების პროცესთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. პოლიტიკური ერი ინტეგრაციის მაღალი დონით ხასიათდება და პოლიტიკური კულტურის რაციონალურ-აქტივისტური ფორმებით გამოირჩევა. დღეს ეს გვჭირდება ჩვენ, სჭირდება ქართულ სახელმწიფოს და ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ.“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

Post navigation

Previous: დღეს ვხედავთ ოკუპანტი რუსეთის მიერ განადგურებულ უკრაინას, რომლის პრეზიდენტიც ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ ხალხს სიმართლე უთხრას, ჩვენთვისაც კი იცლის
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მაჭახელას ხეობაში, კინტურეთის შუა საუკუნეების ნამოსახლარის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევა მიმდინარეობდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.