Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იმას, რომ საქართველო დასავლური ცივილიზაციის ნაწილი არის ალტერნატივა არ გააჩნია და ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობით ამას ჩრდილი არ ადგება – ნინო წილოსანი

მარშალ პრესი 29/07/2023
წილოსანი

ამ მაღალი დონის შეხვედრამ, რომელიც პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ჩინეთის რესპუბლიკაში, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს მნიშვნელობას გლობალური პოლიტიკის მასშტაბით, – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტისა და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, არ შეიძლება იმ მოცემულობაში, როდესაც აშშ-ს, ევროკავშირს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ჩინეთთან, ამის გამო საქართველოს მიმართ გარკვეული კითხვის ნიშნები გაჩნდეს.

„კონკრეტულად რა იქნება ეკონომიკური თანამშრომლობის მიღმა ამ სტრატეგიული პარტნიორობის შემადგენელი კომპონენტები – მკაფიო და ნათელი წარმოდგენა ამის შესახებ გვექნება იმ შეთანხმების გაფორმების შემდგომ, რომელიც უკვე მომავალში გაფორმდება და დაისახება კონკრეტული მიზნები. თუმცა იმას, რომ საქართველო დასავლური ცივილიზაციის ნაწილი არის (და ეს ცივილიზაციური არჩევანი საუკუნეების განმავლობაში გვაქვს გაკეთებული) ალტერნატივა არ გააჩნია და ამ სტრატეგიული პარტნიორობით ამას არც ჩრდილი ადგება, არც რაიმე კითხვის ნიშანი შეიძლება იყოს დასმული“, – მიიჩნევს წილოსანი.

Continue Reading

Previous: წინასწარ გაგვიჭირდება საუბარი, ჩინეთთან კიდევ ახალ ეტაპზე გადასული ურთიერთობა შექმნის თუ არა წინაპირობას, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჩინური მხარის დაინტერესება იყოს – ნინო წილოსანი
Next: მოლოდინი გვაქვს, რომ აშშ-ის ახალი ელჩი პოზიტიურ როლს შეასრულებს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში, რადგან ეს ურთიერთობები ათწლეულების მანძილზე ყალიბდებოდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025