Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მოლოდინი გვაქვს, რომ აშშ-ის ახალი ელჩი პოზიტიურ როლს შეასრულებს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში, რადგან ეს ურთიერთობები ათწლეულების მანძილზე ყალიბდებოდა

მარშალ პრესი 29/07/2023
წილოსანი

სურვილი და მოლოდინიც გვაქვს, რომ აშშ-ის ახალი ელჩი პოზიტიურ როლს შეასრულებს და ითამაშებს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში, რადგან ეს ურთიერთობები ათწლეულების მანძილზე ყალიბდებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტისა და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ველოდებით ახალი ელჩის ჩამოსვლას საქართველოში. სურვილი და მოლოდინიც გვაქვს, რომ აშშ-ის ახალი ელჩი პოზიტიურ როლს შეასრულებს და ითამაშებს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში, რადგან ეს ურთიერთობები ათწლეულების მანძილზე ყალიბდებოდა. ძლიერდებოდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და ის საერთო მიზნები, რომელიც გვაკავშირებს ამ ურთიერთობას ნამდვილად უალტერნატივოს ხდის. რა თქმა უნდა, სურვილი გვაქვს, დიპლომატების დონეზეც და მისი, როგორც აქტორის დონეზეც ეს ურთიერთობა იყოს გაღრმავებული და გაუმჯობესებული“, – განაცხადა წილოსანმა.

აშშ-ის სენატმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის დანიშვნას ზეპირი კენჭისყრით მხარი დაუჭირა. დანიგანი აღნიშნულ თანამდებობაზე კელი დეგნანს ჩაანაცვლებს.

Continue Reading

Previous: იმას, რომ საქართველო დასავლური ცივილიზაციის ნაწილი არის ალტერნატივა არ გააჩნია და ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობით ამას ჩრდილი არ ადგება – ნინო წილოსანი
Next: აგენტოკრატების რეზიდენტურამ გახარიაზე და მისი გუნდის წევრებზე გააკეთა ფსონი – დავით ქართველიშვილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025