Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

წინასწარ გაგვიჭირდება საუბარი, ჩინეთთან კიდევ ახალ ეტაპზე გადასული ურთიერთობა შექმნის თუ არა წინაპირობას, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჩინური მხარის დაინტერესება იყოს – ნინო წილოსანი

მარშალ პრესი 29/07/2023
ნინო წილოსანი

წინასწარ გაგვიჭირდება საუბარი, ჩინეთთან კიდევ ახალ ეტაპზე გადასული ურთიერთობა შექმნის თუ არა წინაპირობას, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჩინური მხარის დაინტერესება იყოს. თუმცა, მივესალმებით ყველა იმ მსხვილ მოთამაშეს მთლიანად ამ გადაზიდვების სისტემაში, რომელიც ანაკლიის პორტის შეუფერხებელ და სრული დატვირთვით მუშაობას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტისა და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა, შესაძლოა თუ არა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ჩინეთის მხარესთან იყოს რაიმე საუბარი.

„იმედი გვაქვს მალე გამოვლინდება, რა ფორმებით გაგრძელდება ანაკლიის პორტის მშენებლობა. გეთანხმებით, რომ ანაკლიის პორტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია ამ დერეფანში, რადგან მისი ტვირთბრუნვა და სიმძლავრეები ნამდვილად უზრუნველყოფს იმას, რომ აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმავალი ტვირთები იყოს კარგად მომსახურებული.

წინასწარ გაგვიჭირდება საუბარი, ჩინეთთან კიდევ ახალ ეტაპზე გადასული ურთიერთობა შექმნის თუ არა წინაპირობას, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჩინური მხარის დაინტერესება იყოს. თუმცა, მივესალმებით ყველა იმ მონაწილეს, მსხვილ მოთამაშეს მთლიანად ამ გადაზიდვების სისტემაში, რომელიც ანაკლიის პორტის შეუფერხებელ და სრული დატვირთვით მუშაობას უზრუნველყოფს. ჩინეთი ასეთი აქტორი ნამდვილად არის, რადგან იცით, რომ ძირითადი ტვირთების ნაკადი სწორედ ჩინეთიდან მოდის. მაშინაც კი, როდესაც ხაზარაძის ჯგუფი განიხილებოდა, იყო ერთ-ერთი ალტერნატიული ვარიანტი ჩინური ჯგუფი. ამდენად, დაველოდოთ, როგორი იქნება შედეგები ანაკლიის პორტთან დაკავშირებით“, – განაცხადა წილოსანმა.

Continue Reading

Previous: საქართველოს ისტორიული და მიმდინარე დანიშნულება არის სტრატეგიული დამაკავშირებელი იყოს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის – ნინო წილოსანი
Next: იმას, რომ საქართველო დასავლური ცივილიზაციის ნაწილი არის ალტერნატივა არ გააჩნია და ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობით ამას ჩრდილი არ ადგება – ნინო წილოსანი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025